ცეცხლსასროლი იარაღი

კალაშნიკოვის ავტომატი, პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები თბილისში 24 წლის მამაკაცი დააკავეს

74
(განახლებულია 14:38 13.10.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 13 ოქტომბერი – sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 24 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებულის საცხოვრებელ ბინასა და ავტოფარეხში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის АКС მოდელის ავტომატი, „ეკოლ არას მაგნუმის“ მოდელის პისტოლეტი, 2 მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

74
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1177)
ავტობუსები თბილისში

თბილისში ერთ-ერთ ავტობუსში მგზავრი გარდაიცვალა

83
ასაკოვანი ქალი ავტობუსში მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, #28 ავტობუსში მგზავრობისას ქალი გარდაიცვალა, აცნობეს Sputnik -საქართველოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

შემთხვევა დღეს საღამოს დაახლოებით 20:30 საათზე გრანელის ქუჩაზე მოხდა.

„ასაკოვანი ქალი 28 ნომერ ავტობუსში მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ  სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნეს კომპანიაში.

მგზავრის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

83
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიციის ლენტი

კახეთში ავარიაში 44 წლის ქალი დაიღუპა

53
(განახლებულია 21:46 28.10.2020)
თვითმხილველთა ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავ მსუბუქ ავტომობილს საბურავი გაუსკდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება „პირველი არხი“.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მანქანას საბურავი გაუსკდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი 44 წლის ქალი. ორი მგზავრი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

53
თემები:
შემთხვევები საქართველოში