პოლონეთის პოლიციის თანამშრომლები

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

98
(განახლებულია 19:15 12.10.2020)
პოლონური მასმედიის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქე ჩხუბის დროს დაეცა, რა დროსაც თავი დაარტყა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. პოლონეთში ჩხუბის დროს საქართველოს მოქალაქე, 44 წლის ვანო სანებლიძე გარდაიცვალა, იუწყება „რუსთავი2“.

პოლონური მასმედიის ინფორმაციით, სანებლიძე ქალაქ ოსინის ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა. მას კონფლიქტი მოუვიდა ერთ-ერთ მუშასთან. მოგვიანებით მას ბენზინგასამართ სადგურზე შეხვდა და ჩხუბიც იქ ატყდა. სანებლიძე დარტყმის შედეგად დაეცა და თავი დაარტყა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობაში ბრალდებით ერთი ადამიანია დაკავებული.

98
საპატრულო პოლიცია

დმანისში დაშავებული „ქართული ოცნების“ აქტივისტები საავადმყოფოში რჩებიან

25
გუშინ საღამოს დმანისში მმართველი პარტიის ოფისთან სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი რამდენიმე ნასვამმა ადამიანმა გახსნა

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აქტივისტები, რომლებიც გუშინ დმანისში პარტიის ოფისთან სროლის დროს დაიჭრნენ, კვლავ საავადმყოფოში არიან, იუწყება „რუსთავი2“.

დმანისში მმართველი პარტიის ოფისთან გუშინ ცეცხლი გახსნეს. წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე ნასვამ ადამიანს კონფლიქტი მოუვიდა „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან და სროლა დაიწყო.

დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ექიმები არაფერს ამბობენ.

„მე როგორც ვიცი, გაისროლეს და ადამიანები არიან დაჭრილები. ასეთ შემთხვევაში სამართალდამცველების მხრიდან უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო... ამას არ აქვს გამართლება და არ შეიძლება რაიმე ფორმით შერბილდეს სანქცია დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა უმკაცრესი უნდა იყოს“, – განაცხადა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ.

შსს–ს ოფიციალური განცხადება მომხდართან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და დაწყებულია გამოძიება.

25
თემები:
შემთხვევები საქართველოში
კლინიკა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა

57
კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად – 1595-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 178-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9401 ადამიანი, გარდაიცვალა – 178, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

57
თემები:
COVID-19 საქართველოში
მამაკაცი მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით

მარტოხელა მამაკაცი: განაჩენი თუ... დასახელდა დაოჯახებისთვის კრიტიკული ასაკი

0
არის თუ არა განაჩენი 40 წელს გადაცილებული მამაკაცისთვის მარტოხელობა და რამდენად დიდია მისი დაქორწინების შანსი - ფსიქოლოგი განმარტავს

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. არის თუ არა მარტოხელობა 40 წლის ასაკში და აქვს თუ არა ამ ასაკში მამაკაცს დაოჯახების შანსი, ამის შესახებ რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ოჯახის ფსიქოლოგმა ნატალია პანფილოვამ ისაუბრა.

მისი თქმით, ორმოც წელზე მეტი ხნის მარტოხელა მამაკაცები იშვიათად ქორწინდებიან. მაშინაც კი, თუ მათ ცხოვრების თანამგზავრი ჰყავთ, ისინი არ ჩქარობენ ოჯახურ მარწუხებში მოქცევას.

„საშუალოდ 35 წლის შემდეგ ჰორმონალური ფონი თანდათან იცვლება. მამაკაცები მოწიფულობას ერგებიან და ამას თავისი შედეგები მოაქვს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანები უფრო რიგიდულნი ხდებიან, მათ აღარ სურთ ექსპერიმენტები“, — აღნიშნა ნატალია პანფილოვამ.

ფსიქოლოგის განმარტებით, 35 წლამდე ასაკის მამაკაცები შეცდომებს უფრო ადვილად ეგუებიან, ხვდებიან, რომ მათი გამოსწორების შესაძლებლობა არსებობს. ასაკის მატებასთან ერთად კი გადამწყვეტი ნაბიჯებისა ეშინიათ, არ სურთ შეცვალონ კომფორტული და ჩვეული ცხოვრების წესი, რომელიც ამ დროისთვის ჩამოუყალიბდათ.

„მამაკაცს, რაც უფრო ახლოს არის 40 წელთან, მით უფრო ნაკლები შეცდომის დაშვება სურს. მას უკვე აღარ უნდა არანაირი ექსპერიმენტი. ამ ასაკში ადამიანს უკვე აქვს ჩვევები, რომლისგან თავის დაღწევაც  რთულია და ის არც ცდილობს მათ მოშორებას. თუ ქალი თანახმაა, მოერგოს ამ მამაკაცის ცხოვრებას, მაშინ ის მასთან ერთად იცხოვრებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დაქორწინდებიან“, — ამბობს პანფილოვა.

ამასთან ირკვევა, რომ იგივე ასაკის ქალბატონებსაც ნაკლებად აინტერესებთ 40 წელს გადაცილებული მამაკაცები.

რაც შეეხება ახალგაზრდა გოგონებს, ხშირად დიდი სიამოვნებით იწყებენ ურთიერთობას უფროს კაცებთან, მაგრამ როგორც კი აღმოაჩენენ, რომ მასთან გამუდმებით მორგებაა საჭირო, ხოლო მამაკაცი ურთიერთობებში უფრო შორს  წასვლას არ აპირებს, ისინიც მაშინვე კარგავენ ინტერესს.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება