სამაშველო ოპერაცია მდინარეზე

რუსთავში მტკვარში 13 წლის ბიჭი დაიხრჩო

91
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი  მდინარეში  ჯებირიდან გადავარდა. საძიებო სამუშაოებში 20-მდე მეხანძრე-მაშველი და მყვინთავები იყვნენ ჩართული, ასევე ექოლოტი  

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავში მაშველებმა მდინარე მტკვარში 13 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინსიტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შეტყობინება მოზარდის მდინარეში გადავარდნის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაახლოებით ერთი საათის წინ მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში ჯებირიდან გადავარდა, საძიებო სამუშაოებში 20-მდე მეხანძრე-მაშველი და  მყვინთავი მონაწილეობდა, ბიჭს მტკვარში ასევე ექოლოტის საშუალებითაც ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

91
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1884)
საქართველოს პროკურატურა

ზუგდიდში პოლიციელმა მამაკაცს თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყა - დაწყებულია გამოძიება

18
პროკურატურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. პროკურატურამ ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება ავტომობილის შეკეთების დროს დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ახალგაზრდა მამაკაცს თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყა.

პროკურატურის ცნობით, დაშავებული გამოძიების მიერ ცნობილია დაზარალებულად. მიღებული დაზიანების ხარისხის დასადგენად  დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა.

უწყების ინფორმაციით, პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.    

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

18
თემები:
კრიმინალი საქართველოში
გიორგი გახარია

გახარია: პოლიციამ კონკრეტული დავალება მიიღო და პირნათლად შეასრულა

31
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. დამნაშავის ძებნის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ქართულმა პოლიციამ იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვაროს და მათ ეს დავალება შეასრულეს პირნათლად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა – აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს და ყველა სხვა სახელმწიფოს სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას.

„ჩვენი ჯარისკაცები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში. ჩვენი პოლიციელები იცავენ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას. როდესაც ზოგიერთი ტელევიზია, ან ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, პოლიტიკურად დააკონვერტიროს ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური“, – აღნიშნა გახარიამ.

გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება.

„კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ დარწმუნებული ვარ, დასრულდება წარმატებით. მე შინაგან საქმეთა სამინისტროში მხვდა ბედნიერება და ვიმუშავე ორი წელი. იდეალურად, ზედმიწევნით ვგრძნობ და ვიცი, რას გრძნობს ახლა თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი. მე მინდა, მათ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო, ისევე, როგორც თითოეულ სამხედროს, რომელიც უბრალოდ იმიტომ, რომ სამ დღეში არჩევნებია, უსამართლო ცილისწამების საგნები გახდნენ. ეს არის ამორალური“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დღეს პრემიერი იმყოფებოდა ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციაში, სადაც აღნიშნული საქმის დეტალებს ეცნობოდა. მან შენობა უკომენტაროდ დატოვა.

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ზუგდიდში ბანკის ძარცვა და მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

31
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა