სამაშველო ბრიგადის ავტომობილი

სამეგრელოში დაკარგული  61 წლის მამაკაცი  გარდაცვლილი იპოვეს

77
მამაკაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალიდან სქურის მიმართულებით 6 ოქტომბერს გავიდა და შინ არ დაბრუნებულა.

თბილისი, 11 ოქტომბერი - sputnik. მაშველებმა 5-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად დაკარგული მამაკაცის ცხედარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

61 წლის მამაკაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით 6 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  მამაკაცი ტყეში მთის მოცვის საკრეფად იყო წასული, სავარაუდოდ, მას მოცვის კრეფისას ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა.

მაშველები წალენჯიხაში დაკარგულ მამაკაცს ვერტმფრენით ეძებენ: ვრცელდება ვიდეო>>

სამაშველო-საძიებო სამუშაოებში შეტყობინების მიღებისთანავე ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაზე, მიტოვებულ ქოხში იპოვეს და საძიებო ოპერაცია მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს.

მაშველები დაკარგულ მამაკაცს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.  სამაშველო-საძიებო ოპერაციაში ჩართული იყო 15-კაციანი ჯგუფი და დრონი, ასევე საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიური სამსახური, დღეს პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

77
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1870)
სპეცოპერაცია ზუგდიდში

ვახტანგ გომელაური - თანამზრახველების მიმართულებით გამოძიება მუშაობს

63
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელები სამნი იყვნენ - აქედან ორნი - „ფეიკ მძევალი“ და მათ ნახევარი მილიონის ნაცვლად თან 4 მილიონი დოლარი წაიღეს

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირის შესაძლო თანამზრახველებთან დაკავშირებით ბევრი ვერსია ვრცელდება და გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. 

21 ოქტომბერს, შეიარაღებული პირი ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალში შეიჭრა და 40–ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

„ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავადასტურებ. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, შეიძლება, 43 ადამიანში ათი იყო მისი თანამზრახველი, ვერავინ იტყვის, იყო თუ არა. გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ადამიანების დააბრალო რაღაც, რაც არ იცი მტკიცებულებით ფორმაში. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები სამნი იყვნენ - აქედან ორნი - „ფეიკ მძევალი“ და მათ ნახევარი მილიონის ნაცვლად თან 4 მილიონი დოლარი წაიღეს სინამდვილეში.

მისივე თქმით, „ფეიკ მძევლებს“ შორის ერთ-ერთი დავით ხვიბლიანი იყო. ის ტელეკომპანიების მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს.

„დავით ხვიბლიანი იყო მძევალი, ერთ-ერთი მძევალი 43 ადამიანში. გამოძიების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გვარამიამ 21 ოქტომბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ყველაფერი იცოდნენ, თუმცა ჯერჯერობით არ ასაჯაროებდნენ დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

„500 ათას დოლარს ითხოვს“ – ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ბანკში აყვანილი მძევალი ჩაერთო >>

მძევლები გათავისუფლების სპეცოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა ბოროტმოქმედი  ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, სწორედ მას დაუკავშირდა ბოროტმოქმედი ერთ–ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას მეშვეობით ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი პირდაპირ ეთერში და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა.

63
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური

„არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად“ გომელაური

43
(განახლებულია 21:15 22.10.2020)
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სპეცოპერაციის პირველი ეტაპი – მძევლების უვნებლად გათავისუფლება წარმატებით შესრულდა. მეორე ეტაპია დამნაშავის პოვნა და დასჯა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მთავარი ამოცანა იყო – მძევლები არ დაშავებულიყვნენ და ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, 21 ოქტომბერი მძიმე დღე იყო ყველასთვის, მათ შორის შსს-სთვის, მძევლებისთვის.

„თანხაზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, იქნება 10 მილიონი, 100 მილიონი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს თუ გინდათ დადასტურებად ჩათვალეთ. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო? თანხა ძალიან ბევრჯერ დასახელდა და დასამალიც არ არის. იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი და ამაზე ვიმუშავეთ. გამოძიებიდან გამომდინარე ვერ ვსაუბრობ. რომ დავაკავებთ ამ ადამიანს, გამოვალ და ღიად ვიტყვი“, – განაცხადა გომელაურმა.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმის მეორე ეტაპი დამნაშავის პოვნა და დასჯაა.

„ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენმა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ დაშავებულიყო. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, რაც დავისახეთ, და ეს ხელმძღვანელობასთანაც შეთანხმებული იყო, შეთანხმებული იყო ბატონ პრემიერთანაც, დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ. ეტაპობრივად იყო ადამიანების გამოშვება – ჯერ 14, შემდეგ 7, შემდეგ 9 კაცი და ა.შ. რაც მთავარი იყო, ჩვენი თანამშრომელი მივიდა. შევთავაზეთ გაყოლა, მაგრამ მან უარი გვითხრა. შემდეგ ერთ ადამიანზე დაგვთანხმდა“, – განაცხადა მინისტრმა.

ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც განაცხადა, რომ მიღწეული შედეგი არაა საბოლოო და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა ბოროტმოქმედებს დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნება არ გაუჩნდეთ.

21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად დატოვა მას შემდეგ, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

გახარია: შსს–ს ძირითადი ამოცანა თავდამსხმელის უმოკლეს ვადებში დაკავებაა >>

ოთხ მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.

43
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
დოლარები

საქართველოს ეროვნული ბანკი დოლარების გაყიდვას განაგრძობს

0
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, ექვს თვეში ეროვნულმა ბანკმა 18 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც გაყიდული თანხა ნახევარ მილიარდ დოლარს აღემატება

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთშაბათს მორიგი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 30 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა დოლართან მიმართ 3,2173 GEL/$1 შეადგინა. 

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, ექვს თვეში ეროვნულმა ბანკმა 18 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 569,65 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა დაეცა ნიშნულამდე 3.4842 GEL/$1.

პარასკევისთვის, 23 ოქტომბრისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა – 3,2181 GEL/$1.

მანამდე, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ გამოიყენებდა მის განკარგულებაში არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა