ყაჩაღობის მცდელობა „რიკო-კრედიტში“: პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა - ვრცელდება ვიდეო

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავებული მამაკაცი
დაკავებული მამაკაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცს, რომელიც მიკროორგანიზაციის კლიენტია, დილის 6 საათზე ფილიალის კარი დაცვის თანამშრომელმა გაუღო

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ თბილისში მიკროსაფონანსო ორგანიზაცია „რიკო-კრედიტის“ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღებისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე „რიკო კრედიტის“ შენობაში დღეს, გამთენიისას მოხდა. სამართალდამცველებმა 1989 წელს დაბადებული ბ.ჭ. ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც მიკროორგანიზაციის კლიენტია, დილის 6 საათზე ფილიალის კარი დაცვის თანამშრომელმა გაუღო. შენობაში შესულმა თავდამსხმელმა იარაღის მუქარით აიძულა „რიკო კრედიტის“ მოლარე, გაეღო სალაროს ბრონირებული კარი, რის შემდეგაც დიდი ოდენობით თანხა აიღო. თუმცა დაცვის თანამშრომელმა და მოლარემ მისი განიარაღება მაინც მოახერხეს, შემდეგ კი დაცვის პოლიცია გამოიძახეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვვეაში ახალგაზრდა მამაკაცს  5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0