სასწრაფო დახმარება

თბილისში ავტობუსი ვერტმფრენს შეეჯახა

258
პოლიციამ დააფიქსირა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მუხლით „მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც მსუბუქი დაზიანება გამოიწვია“

თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონში ერთმანეთს შეეჯახა ავტობუსი და სატვირთო, რომელსაც სამხედრო ვერტმფრენი გადაჰყავდა.

შეჯახების ფაქტი თავის Facebook-გვერდზე ატვირთა ოპოზიციონერმა ირაკლი აბესაძემ.

ტელეარხ Formula TV-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავდა.

შსს-ში შეჯახების ფაქტი დაადასტურეს, პოლიციამ დააფიქსირა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მუხლით „მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც მსუბუქი დაზიანება გამოიწვია“.

 

258
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1898)
საპატრულო პოლიცია

გურჯაანში მამაკაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა

5
(განახლებულია 16:49 30.10.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირების  დროს ქმარმა სანადირო თოფით ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ  ცოლისძმას და მეზობლებს ესროლა

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა, იუწყება ქართული მედია.

ინცინდენტი სოფელ ვაზისუბანში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირების  დროს ქმარმა სანადირო თოფით ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ  ცოლისძმას და მეზობლებს ესროლა – შემთხვევის შედეგად ერთი მეზობელი გარდაიცვალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია – ერთ პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 109-ე მუხლით დაიწყო.

5
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1898)
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა გორთან მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

41
(განახლებულია 14:16 30.10.2020)
საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად  გარდაიცვალა მიკროავტობუსის ექვსი მგზავრი, სხვებმა კი სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღეს.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა.

გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით პოლიციამ თურქეთის მოქალაქე დააკავა>>

სალომე ზურაბიშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

„მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას  ვუსურვებ“, – წერს ზურაბიშვილი თავის Facebook–გვერდზე.

2020 წლის 30 ოქტომბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე დასავლეთის მიმართულებით თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი, ხოლო 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.

მოგვიანებით კი ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი, მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა.

გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავა.

გორთან ავტოავარიას მეექვსე ადამიანიც ემსხვერპლა>>

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მართვის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

41
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1898)