თბილისის მეტროპოლიტენი

თბილისის მეტროში შეფერხებაა: საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია

63
(განახლებულია 17:22 08.10.2020)
ტექნიკური ხარვეზების გამო მეტროს სადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ „ვაჟა-ფშაველამდე“ მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მეტროს მეორე, საბურთალოს ხაზზე სადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ „ვაჟა-ფშაველამდე“ მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია, იუწყება ტელეკომპანია იმედი.

ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები შექმნილი ხარვეზების გამოსწორებას და მოძრაობის აღდგენას ცდილობენ. მათი განცხადებით, სადგურებს შორის მატარებლების მოძრაობა მალე აღდგება.

თბილისის მეტროში მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო>>

მეტროს დანარჩენი სადგურები ამჟამად ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

გუშინ პრობლემები შეიქმნა მეტროს პირველ ხაზზე – სადგურ „ვარკეთილიდან“ „300 არაგველამდე“ მატარებლების მოძრაობა ტექნიკური ხარვეზების გამო დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში შეჩერებული იყო.

63
თემები:
თბილისი დღეს (1784)
პოლიცია შემთხვევის ადგილზე

მარტყოფში არასრულწლოვანმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა

21
მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ფიზიკურ დაპირისპირებას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება შსს–ს პრეს–სამსახური.

არსებული ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა არასრულწლოვანმა, 16 წლის თანასოფლელმა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებულებს კამათი ადრეც მოსვლიათ.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს შვიდიდან 15 წლამდე ვადით პატიმრობას.

21
თემები:
შემთხვევები საქართველოში
საპატრულო პოლიცია

დმანისში დაშავებული „ქართული ოცნების“ აქტივისტები საავადმყოფოში რჩებიან

31
გუშინ საღამოს დმანისში მმართველი პარტიის ოფისთან სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი რამდენიმე ნასვამმა ადამიანმა გახსნა

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აქტივისტები, რომლებიც გუშინ დმანისში პარტიის ოფისთან სროლის დროს დაიჭრნენ, კვლავ საავადმყოფოში არიან, იუწყება „რუსთავი2“.

დმანისში მმართველი პარტიის ოფისთან გუშინ ცეცხლი გახსნეს. წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე ნასვამ ადამიანს კონფლიქტი მოუვიდა „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან და სროლა დაიწყო.

დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ექიმები არაფერს ამბობენ.

„მე როგორც ვიცი, გაისროლეს და ადამიანები არიან დაჭრილები. ასეთ შემთხვევაში სამართალდამცველების მხრიდან უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო... ამას არ აქვს გამართლება და არ შეიძლება რაიმე ფორმით შერბილდეს სანქცია დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა უმკაცრესი უნდა იყოს“, – განაცხადა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ.

შსს–ს ოფიციალური განცხადება მომხდართან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და დაწყებულია გამოძიება.

31
თემები:
შემთხვევები საქართველოში