დაკავებული ქალი ხელბორკილებში

საგარეჯოში მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული ქალი დაკავებულია

77
(განახლებულია 13:38 08.10.2020)
მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 38 წლის ქალი. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დაკავებულია 38 წლის ქალი, რომელსაც 36 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

საგარეჯოში ქალმა სანადირო თოფით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა>>

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა 7 ოქტომბერს საგარეჯოს რაიონის ერთ-ერთ ფერმაში სანადირო თოფიდან გასროლით თანასოფლელი მოკლა.

მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო, აღნიშნავენ უწყებაში.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მკვლელობის იარაღი – სანადირო თოფი.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა“) მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

77
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1169)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური

„არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად“ - გომელაური

27
(განახლებულია 18:38 22.10.2020)
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სპეცოპერაციის პირველი ეტაპი - მძევლების უვნებლად გათავისუფლება - წარმატებით შესრულდა. მეორე ეტაპია დამნაშავის პოვნა და დასჯა

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. მთავარი ამოცანა იყო, მძევლები არ დაშავებულიყვნენ და ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, 21 ოქტომბერი მძიმე დღე იყო ყველასთვის, მათ შორის შსს-სთვის, მძევლებისთვის.

„თანხაზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, იქნება 10 მილიონი, 100 მილიონი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს თუ გინდათ დადასტურებად ჩათვალეთ. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო? თანხა ძალიან ბევრჯერ დასახელდა და დასამალიც არ არის. იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი და ამაზე ვიმუშავეთ. გამოძიებიდან გამომდინარე ვერ ვსაუბრობ, რომ დავაკავებთ ამ ადამიანს, გამოვალ და ღიად ვიტყვი“, - განაცხადა გომელაურმა.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმის მეორე ეტაპი დამნაშავის პოვნა და დასჯაა.

„ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენმა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ დაშავებულიყო. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, რაც დავისახეთ და ეს ხელმძღვანელობასთანაც შეთანხმებული იყო, შეთანხმებული იყო ბატონ პრემიერთანაც, დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ. ეტაპობრივად იყო ადამიანების გამოშვება - ჯერ 14, შემდეგ 7, შემდეგ 9 კაცი და ა.შ. რაც მთავარი იყო, ჩვენი თანამშრომელი მივიდა. შევთავაზეთ გაყოლა, მაგრამ მან უარი გვითხრა. შემდეგ ერთ ადამიანზე დაგვთანხმდა“, - განაცხადა მინისტრმა.

ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორიგი გახარიამაც განაცხადა, რომ მიღწეული შედეგი არაა საბოლოო და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა ბოროტმოქმედებს დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნება არ გაუჩნდეთ.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

გახარია: შსს–ს ძირითადი ამოცანა თავდამსხმელის უმოკლეს ვადებში დაკავებაა >>

ოთხ მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.

27
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

მძევლების გათავისუფლება ზუგდიდში: ასეთი ფოტოები ჯერ არ გინახავთ

65
(განახლებულია 19:25 22.10.2020)
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ბოროტმოქმედის შეჭრის შემდეგ, ადგილზე ოპერატიულად მივიდა სპეცრაზმი
  • სნაიპერები მზად იყვნენ შენობის შტურმისათვის და მხოლოდ ბრძანებას ელოდნენ
  • ასევე სპეცრაზმის ქვედანაყოფები იდგნენ შენობასთანაც, რომლებიც შესვლისათვის მზად იყვნენ
  • ზუგდიდის ცენტრში გადაიტყორცნა ჯავშანტექნიკა
  • აუცილებლობის შემთხვევაში შტურმისათვის მზადება დაუყოვნებლივ დაიწყო
  • თუმცა მოლაპარაკებების განმავლობაში შესაძლებელი გახდა მძევლების ნაწილის გათავისუფლება
  • ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, შს სამინისტრომ თავი შეიკავა მწვავე ზომების მიღებისგან
  • ბანკის მიმდებარე ტერიტორიას პოლიციამ ალყა შემოარტყა. ეს თავდასხმა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა
  • სამართალდამცავები, უსაფრთხოების მიზნით, არავის უშვებდნენ ბანკის მიმდებარედ
  • თავდასხმის მომენტში ბანკში 43 ადამიანი იმყოფებოდა, ნაწილმა მოასწრო გამოქცევა, ნაწილი თავად ბოროტმოქმედმა გაათავისუფლა მოლაპარაკებების შემდეგ
  • მძარცველთან მოლარაპაკებებს პირადად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აწარმოებდა, ხოლო სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ავთანდილ გალდავამ თავი რამდენიმე მძევალზე გაცვალა
  • შესაძლებელი იყო შენობის შტურმით აღებაც, თუმცა ხელყუმბარის აფეთქების შემთხვევაში, ბანკის შენობაში ადამიანები დაიხოცებოდნენ
  • სოციალურ ქსელებში კამათობენ თემაზე, საიჭორ იყო თუ არა დამნაშავესთან მოლაპარაკებები
  • თუმცა შედეგი სახეზეა - არცერთი მძევალი არ დაშავებულა და ყველა მათგანი თავისუფალია
  • საგანგებო სიტუაცია განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს. ამ შემთხვევაში შს სამინისტრო პასუხისმგებელი იყო მოსახლეობის წინაშეც - ზუგდიდის ცენტრში თავი მოიყარეს მძევლების ახლობლებმა, რომლებიც სპეცოპერაციის დასრულებას და მძევლების გათავისუფლებას ელოდებოდნენ
ზუგდიდში ოთხშაბათს ათობით ადამიანი აიყვანეს მძევლად. შსს-ს წარმომადგენლებს შვიდი საათი დასჭირდათ ყველა მძევლის გასათავისუფლებლად. როგორ განვითარდა მოვლენები – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრებში.

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა შვიდი საათის განმავლობაში ათობით ადამიანი დაატყვევა. თავდასხმის მომენტში ბანკში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. მათმა ნაწილმა შენობიდან გამოქცევა მოახერხა. რამდენიმე საათის განმავლობაში დაახლოებით 20 ადამიანს თავდამსხმელთან ერთად მოუწია ბანკის შენობაში ყოფნამ.

სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა – ყველა მძევალი თავისუფალია, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა ბოროტმოქმედს მიუტანეს მოთხოვნილი თანხა – 500 ათასი დოლარი და შენობის დატოვების საშუალება მისცეს. ახლა ის ძებნაშია. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შტურმის ჩატარების შემთხვევაში მძევლების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.

65
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ბოროტმოქმედის შეჭრის შემდეგ, ადგილზე ოპერატიულად მივიდა სპეცრაზმი
    © Sputnik / STRINGER

    „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ბოროტმოქმედის შეჭრის შემდეგ, ადგილზე ოპერატიულად მივიდა სპეცრაზმი

  • სნაიპერები მზად იყვნენ შენობის შტურმისათვის და მხოლოდ ბრძანებას ელოდნენ
    © Sputnik / STRINGER

    სნაიპერები მზად იყვნენ შენობის შტურმისათვის და მხოლოდ ბრძანებას ელოდნენ

  • ასევე სპეცრაზმის ქვედანაყოფები იდგნენ შენობასთანაც, რომლებიც შესვლისათვის მზად იყვნენ
    © Sputnik / STRINGER

    ასევე სპეცრაზმის ქვედანაყოფები იდგნენ შენობასთანაც, რომლებიც შესვლისათვის მზად იყვნენ

  • ზუგდიდის ცენტრში გადაიტყორცნა ჯავშანტექნიკა
    © AP Photo / Zurab Tsertsvadze

    ზუგდიდის ცენტრში გადაიტყორცნა ჯავშანტექნიკა

  • აუცილებლობის შემთხვევაში შტურმისათვის მზადება დაუყოვნებლივ დაიწყო
    © AP Photo / Zurab Tsertsvadze

    აუცილებლობის შემთხვევაში შტურმისათვის მზადება დაუყოვნებლივ დაიწყო

  • თუმცა მოლაპარაკებების განმავლობაში შესაძლებელი გახდა მძევლების ნაწილის გათავისუფლება
    © Sputnik / STRINGER

    თუმცა მოლაპარაკებების განმავლობაში შესაძლებელი გახდა მძევლების ნაწილის გათავისუფლება

  • ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, შს სამინისტრომ თავი შეიკავა მწვავე ზომების მიღებისგან
    © AP Photo / Zurab Tsertsvadze

    ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, შს სამინისტრომ თავი შეიკავა მწვავე ზომების მიღებისგან

  • ბანკის მიმდებარე ტერიტორიას პოლიციამ ალყა შემოარტყა. ეს თავდასხმა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა
    © Sputnik / STRINGER

    ბანკის მიმდებარე ტერიტორიას პოლიციამ ალყა შემოარტყა. ეს თავდასხმა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა

  • სამართალდამცავები, უსაფრთხოების მიზნით, არავის უშვებდნენ ბანკის მიმდებარედ
    © Sputnik / STRINGER

    სამართალდამცავები, უსაფრთხოების მიზნით, არავის უშვებდნენ ბანკის მიმდებარედ

  • თავდასხმის მომენტში ბანკში 43 ადამიანი იმყოფებოდა, ნაწილმა მოასწრო გამოქცევა, ნაწილი თავად ბოროტმოქმედმა გაათავისუფლა მოლაპარაკებების შემდეგ
    © AP Photo / Zurab Tsertsvadze

    თავდასხმის მომენტში ბანკში 43 ადამიანი იმყოფებოდა, ნაწილმა მოასწრო გამოქცევა, ნაწილი თავად ბოროტმოქმედმა გაათავისუფლა მოლაპარაკებების შემდეგ

  • მძარცველთან მოლარაპაკებებს პირადად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აწარმოებდა, ხოლო სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ავთანდილ გალდავამ თავი რამდენიმე მძევალზე გაცვალა
    © Sputnik / STRINGER

    მძარცველთან მოლარაპაკებებს პირადად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აწარმოებდა, ხოლო სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ავთანდილ გალდავამ თავი რამდენიმე მძევალზე გაცვალა

  • შესაძლებელი იყო შენობის შტურმით აღებაც, თუმცა ხელყუმბარის აფეთქების შემთხვევაში, ბანკის შენობაში ადამიანები დაიხოცებოდნენ
    © AP Photo / Zurab Tsertsvadze

    შესაძლებელი იყო შენობის შტურმით აღებაც, თუმცა ხელყუმბარის აფეთქების შემთხვევაში, ბანკის შენობაში ადამიანები დაიხოცებოდნენ

  • სოციალურ ქსელებში კამათობენ თემაზე, საიჭორ იყო თუ არა დამნაშავესთან მოლაპარაკებები
    © Sputnik / STRINGER

    სოციალურ ქსელებში კამათობენ თემაზე, საიჭორ იყო თუ არა დამნაშავესთან მოლაპარაკებები

  • თუმცა შედეგი სახეზეა - არცერთი მძევალი არ დაშავებულა და ყველა მათგანი თავისუფალია
    © Sputnik / STRINGER

    თუმცა შედეგი სახეზეა - არცერთი მძევალი არ დაშავებულა და ყველა მათგანი თავისუფალია

  • საგანგებო სიტუაცია განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს. ამ შემთხვევაში შს სამინისტრო პასუხისმგებელი იყო მოსახლეობის წინაშეც - ზუგდიდის ცენტრში თავი მოიყარეს მძევლების ახლობლებმა, რომლებიც სპეცოპერაციის დასრულებას და მძევლების გათავისუფლებას ელოდებოდნენ
    © Sputnik / STRINGER

    საგანგებო სიტუაცია განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს. ამ შემთხვევაში შს სამინისტრო პასუხისმგებელი იყო მოსახლეობის წინაშეც - ზუგდიდის ცენტრში თავი მოიყარეს მძევლების ახლობლებმა, რომლებიც სპეცოპერაციის დასრულებას და მძევლების გათავისუფლებას ელოდებოდნენ

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

კორონავირუსის მიუხედავად: ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა დამთვალიერებლებს კარები გაუღო

0
(განახლებულია 18:54 22.10.2020)
მუზეუმი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და პირველი ორი თვე დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც  კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის დროს ერთდროულად ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა. ამჯერად ქვეყანაში მნახველებისთვის კარები ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა გახსნა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

პირველი მუზეუმი, რომელიც პანდემიის დროს გაიხსნა, იყო ბოლნისის მუზეუმი, რომელიც ასევე პასუხობს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

ორი თვის განმავლობაში ვანის არქეოლოგიური მუზეუმი უფასოდ იმუშავებს. მუზეუმის შენობაში არის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, ასევე დროებითი საგამოფენო სივრცეებიც. გარდა ამისა, მუზეუმში არის სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საზოგადოებრივი ადგილები - კაფე, მუზეუმის მაღაზია და სხვა.

მუზეუმის განახლებულ დარბაზში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით საერთაშორისო სიმპოზიუმების ჩატარება იგეგმება.

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე, რომელიც 1985 წელს არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით შეიქმნა.

ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა იმ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც  იკვლევდა ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორიას არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. მან აღმოაჩინა ვანის ნაქალაქარი, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. თუმცა იმ მიზნით, რომ მუზეუმს მეტი ექსპონატი დაეტია, 2012 წელს უფრო მასშტაბური შენობის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე და მის შემოგარენში აღმოჩენილი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდა: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. არქიტექტურული პროექტი გერმანულმა საპროექტო კომპანია Ellis Williams Architects-ის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორებთან პარტნიორობით შემუშავდა.

0
თემები:
საქართველო და კულტურა