ექთანი. წვეთოვანი.

გორის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ შვიდი ბავშვი შეიყვანეს

56
(განახლებულია 19:46 07.10.2020)
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებს ჯერჯერობით უჭირთ დაასახელონ ბავშვების მასობრივი მოწამვლის მიზეზი

თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. გორის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ ოთხშაბათს ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ შვიდმა ბავშვმა მიმართა, დახმარების გაწევის შემდეგ ისინი სახლში გაწერეს. ამის შესახებ Sputnik-საქართველოს კლინიკის წარმომადგენელმა ია თინიკაშვილმა უამბო.

ბავშვების მასობრივი მოწამვლა გორში: სასმელი წყლის შემოწმების შედეგები ცნობილია >>

გორში ბავშვების მასობრივი მოწამვლის შესახებ ცნობილი ორშაბათს გახდა. ბოლო ოთხ დღეში კლინიკაში მოწამვლის ნიშნებით 128 ბავშვი გადაიყვანეს. პაციენტების ძირითადი ნაკადი - 53 ბავშვი ორშაბათს დაფიქსირდა. მედიკოსებმა ივარაუდეს, რომ ინტოქსიკაცია სასმელმა წყალმა გამოიწვია.

„დღეს შვიდი ადამიანი შემოვიდა. მათი მდგომარეობა სტაბილური იყო და საავადმყოფოში მათი დატოვების აუცილებლობა არ იყო. დღის განმავლობაში ჩვენ გავწერეთ 22 პაციენტი, რომლებმაც კლინიკას გუშინ და გუშინწინ მიმართეს. სულ სტაციონარში სამი არასრულწლოვანი რჩება“, - განაცხადა თინიკაშვილმა.

ეპიდემიოლოგები გორის მუნიციპალიტეტში ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზებს ეძებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებმა შესაბამისი კვლევა ჩაატარეს და ნიმუშები ლაბორატორიაში გაგზავნეს. არის თუ არა გამოწვეული  მოწამვლა რაიმე ვირუსით, მედიკოსები ამაზე პასუხს დღეს გვიან საღამოს გასცემენ. რაც შეეხება ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებს, ისინი 4-5 დღეში გახდება ცნობილი.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ (UWSCG) გუშინ გორში ჩაატარა სასმელი წყლის გაფართოებული კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით სასმელი წყალი გორში სრულად შეესაბამება ნორმებს, რომლებიც წყლის ტექნიკური რეგლამენტით არის განსაზღვრული.

56
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (228)
კლინიკა

საქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

54
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1731-ით გაიზარდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 14829 ადამიანი

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 253-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1731-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 33858-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 14829 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3507, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4022 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2344 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

54
თემები:
COVID-19 საქართველოში
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!

კარტოზიას ქუჩაზე მეზობლებმა იჩხუბეს დაჭრილია ერთი პირი

41
(განახლებულია 14:03 28.10.2020)
ამ დროისათვის ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია, უცნობია თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. კარტოზიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაჭრილია ერთი ადამიანი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ინციდენტი საბურთალოს რაიონში გუშინ, ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა – ერთ-ერთ პირს ცივი იარაღით მსუბუქი დაზიანება მხარის არეში აქვს მიყენებული.

მომხდარი დაპირისპირება სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა. ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია. კონფლიქტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

41
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ვიტამინები თეფშზე

წვავს ცხიმს: მეცნიერებმა დაადგინეს ვიტამინი, რომელიც წონის დაკლებას უწყობს ხელს

0
(განახლებულია 13:48 28.10.2020)
ავსტრიელი მეცნიერების თქმით, ამ ვიტამინის დიდი რაოდენობით მიღება, მით უმეტეს, ექიმის დანიშნულების გარეშე, დაუშვებელია

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. არსებობს ვიტამინი, რომელსაც ცხიმების წვის უნარი აქვს, აცხადებენ ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარები, რომელთა ნაშრომიც MedicalXpress-ზეა გამოქვეყნებული.

ავსტრიელი სწავლულების თქმით, ეს A-ვიტამინია, რომელიც სიცივეში თეთრ ცხიმს რუხ ცხიმად გარდაქმნის.

ცნობილია, რომ ადამიანის სხეული ყველაზე მეტი რაოდენობით თეთრ ცხიმს შეიცავს, რომელიც ძირითადად გვერდების, თეძოებისა და მუცლის არეში გროვდება. ცივ ამინდებში კი ორგანიზმი იწყებს A ვიტამინის მარაგის გაზრდას. ამის შედეგად იწყება რუხი ცხიმის სინთეზი, რომელიც მეტაბოლურ აქტივობასა და ენერგიის მოხმარებას ზრდის.

„ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ვიტამინი A მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმოვანი ქსოვილის ფუნქციონირებაში და გავლენას ახდენს გლობალურ ენერგეტიკულ ცვლაზე“, — ნათქვამია სამეცნიერო სტატიაში.  

ამასთან მეცნიერები მოგვიწოდებენ, არავითარ შემთხვევაში არ მივიღოთ დიდი რაოდენობით A ვიტამინი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ექიმს არ დაუნიშნავს. მათი თქმით, აუცილებელია, რომ ნივთიერება ორგანიზმში საჭირო დროსა და საჭირო უჯრედებში მოხვდეს.

ავსტრიელი სწავლულები აცხადებენ, რომ სიმსუქნესთან ბრძოლის მიზნით, მომავალში ჭარბ წონაზე სიცივის გავლენის შესწავლას გეგმავენ.

 

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება