საპატრულო პოლიცია

მარნეულში მომხდარი თავდასხმის გამო სამი პირია დაკავებული

43
(განახლებულია 14:29 07.10.2020)
სამივე მამაკაცი წარსულში ნასამართლევია. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრ თემურ შუბითიძესთან დაკავშირებით მარნეულში მომხდარ ინციდენტზე სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სამივე მამაკაცი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თემურ შუბითიძე, რომელიც მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველია,  ​მიმდინარე წლის 30 სექტემბერს კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა–მარნეულის გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს „ოპელის" მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. ამის შემდეგ მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებული შუბითიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას დაუდგინდა სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა და ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია.

დაპირისპირება მარნეულში: „ნაცმოძრაობა" VS „ქართული ოცნება">>

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

43
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1156)
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით: დღის სტატისტიკა

10
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების ყველაზე მეტი – 425 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში თბილისში დაფიქსირდა. სულ ბოლო 24 საათში 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 19857-ს მიაღწია.

რესტორნები მცხეთაშიც 22:00 საათიდან დაიკეტება>>

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 425 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა.

არსებული სტატისტიკით, 372 ინფიცირებულია იმერეთში, აჭარაში - 193. გურიაში 21 შემთხვევა დადასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 27, ქვემო ქართლში -53, შიდა ქართლში -64, მცხეთა-მთიანეთში- 18, კახეთში - სამი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - ცხრა, სამცხე-ჯავახეთში ასევე ცხრა შემთხვევა.

„აქედან მძიმე 341 პაციენტია, მათ შორის 172 - თბილისში, აჭარაში - 69. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, დღეის მდგომარეობით, გვყავს 75 პირი. მათ შორის თბილისში 49, ხოლო აჭარაში -10. 1672 პირი განაწილებულია კოვიდსასტუმროებში, საიდანაც 1079 არის აჭარაში, ხოლო 449 -თბილისში. 5670 ადამიანი ბინაზე გადის მკურნალობის კურსს", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით, ამჟამად საკარანტინე სივრცეში იმყოფება 4726 პირი, აქედან თბილისში განაწილებულია 1005, აჭარის რეგიონში -2337, თვითიზოლაციაშია 21962 პირი, მათ შორის თბილისში 3 798, აჭარაში – 8 821, იმერეთში – 3 369.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

10
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბი

თბილისში ღამის ბარების მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

69
ობიექტების წამომადგენლების თქმით, ბარები ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, თუმცა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე კვების ობიექტებში იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღე-ღამური მატება უკვე ოთხნიშნა რიცხვებში აისახება. ამასთან დაკავშირებით 15 ოქტომბრიდან თბილისში, ბათუმში და იმერეთის რეგიონში არსებული ბარები და რესტორნები შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ - ისინი სტუმრებს მხოლოდ 07:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში ემსახურებიან.

შსს-ს ინფორმაციით, დარღვევები დაფიქსირდა კომპანია „ათონელის" კუთვნილ კვების ობიექტსა და ბარ FELLERS-ში, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარეობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული კვების ობიექტები 22:00 საათის შემდეგ განაგრძობდნენ ეკონომიკურ საქმიანობას. ობიექტების წამომადგენლების განცხადებით, ორივე ბარი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ.

იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ფიზიკური პირის შემთხვევაში 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

69
თემები:
COVID-19 საქართველოში