თბილისის მეტროში მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო

© Sputnik / Sergey Sitnikovთბილისის მეტრო
თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტექნიკური ხარვეზების გამო დღეს, დილით მეტროს სადგურ „ვარკეთილიდან“ „300 არაგველამდე“ მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, სადგურ „ვარკეთილიდან“ „300 არაგველამდე“ მატარებლების მოძრაობა ტექნიკური ხარვეზების გამო დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში შეჩერებული იყო, იუწყება თბილისის მეტროპოლიტენის პრეს-სამსახური.

ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებმა სადგურ „ვარკეთილში“ შექმნილი ხარვეზების გამოსწორება და მოძრაობის აღდგენა ერთ საათში შეძლეს.

ამჟამად მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0