ხორცის შემოწმება

ფოთის საბაჟოზე ღორის ხორცმა ბრაზილიიდან შემოწმება ვერ გაიარა

103
(განახლებულია 19:50 06.10.2020)
სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა ბრაზილიური ტვირთის შემოწმებისას გამოავლინეს მისი შეუსაბამობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების მიმართ, ამიტომ ხორცის პარტია განადგურდა

თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. ფოთის პორტში 936 კილოგრამი ბრაზილიური გაყინული ღორის ხორცი ამოიღეს, იუწყება საქართველოს შემოსავლების სამსახური.

ტვირთის შემოწმებისას სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს შეუსაბამობები ტვირთის ვეტერინარულ სერტიფიკატში. ბრაზილიური ღორის ხორცის პარტია არ აკმაყოფილებდა იმპორტირებული პროდუქტების უსაფრთხოების მოთხოვნებს და მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ამიტომაც მიღებული იქნა ტვირთის განადგურების გადაწყვეტილება.

103
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (795)
სპეცოპერაცია ზუგდიდში

„გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას“: ბადრი ესებუას მამა შვილს მიმართავს

37
ამ დროისთვის სამართალდამცველები ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობენ

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირის, ბადრი ესებუას მამა შვილს მიმართავს და სთხოვს, პოლიციას ჩაბარდეს. ვიდეომიმართვას საინფორმაციო სააგენტო „კვირა“ ავრცელებს.

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.

„შვილო, ბადრი, გელოდებოდით გუშინ, არ ჩამოხვედი, სად ხარ? არ ვიცით შენი ადგილსამყოფელი. გამოდი, შვილო, ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი ნორმალურად. ამას გთხოვთ, მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. გამოდი, დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას“, – მიმართავს ტარიელ ესებუა შვილს.

შსს-ს ცნობით, პოლიცია ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ბადრი ესებუას მამა ისევ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს>>

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

37
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
შსს–ს შენობა

შსს: ესებუას გადაადგილების გავრცელებული კადრები არასწორი და გაყალბებულია

53
(განახლებულია 17:40 29.10.2020)
უწყება აცხადებს, რომ ტელევიზიების მიერ გავრცელებული არასწორი და გაყალბებული ინფორმაცია საზოგადოების სიცრუეში შეყვანასა და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას ემსახურება.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას და ვიდეოს ავრცელებს.

დღეს ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს ვიდეო- და ფოტომასალა. მათი ინფორმაციით, ჩანაწერები სამართალდამცველი უწყებებიდან წყარომ მიაწოდა და კადრებში ასახულია ბადრი ესებუას გაადაადგილება ზუგდიდის ტერიტორიაზე 27 ოქტომბერს.

შსს-ს ცნობით, ტელევიზიებმა საზოგადოებას არასწორი და გაყალბებული ინფორმაცია მიზნმიმართულად მიაწოდეს, რაც საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას ემსახურება.

„ფოტო- და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიცია ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

ბადრი ესებუას მამა ისევ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს>>

დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ბადრი ესებუას მამამ ტარიელ ესებუამაც. მისი თქმით, ტანსაცმელი, რომელიც მის შვილს აცვია ტელევიზიით ნაჩვენებ კადრებში, სახლში არის დატოვებული და, შესასამისად, ქუჩის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები 27 ოქტომბრის ვერ იქნება.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.

26 ოქტომბერს, გვიან ღამით პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ბადრი ესებუასა და მისი ნათესავების სახლებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში, სადაც ეჭვმიტანილი მუშაობდა, ჩხრეკა განახორციელა, თუმცა უწყება არ აზუსტებს, რაიმე სახის მტკიცებულებები ამოიღო თუ არა.

გახარია: პოლიციამ კონკრეტული დავალება მიიღო და პირნათლად შეასრულა>>

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

53
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
ვითარება ნიცაში

ტერაქტის განგაში: საფრანგეთში ტერორიზმთან ბრძოლის მაქსიმალური დონე გამოცხადდა

0
(განახლებულია 18:08 29.10.2020)
დღეს საფრანგეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ქვეყნის ხელისუფლებამ ეს ტერორისტულ აქტად შეაფასა

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე ტერორიზმთან ბრძოლის გეგმა Vigipirate–ს მაქსიმალური დონე გამოცხადდა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ჟან კასტეკსმა.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველ ქვეყანაში დღეს მომხდარი რამდენიმე თავდასხმა გახდა, რასაც წინ 16 ოქტომბერს ისტორიის მასწავლებლის, სამუელ პატის რადიკალ–ისლამისტის ხელით მკვლელობა უძღოდა წინ.

​„მთავრობის პასუხი იქნება მტკიცე, დაუნდობელი და დაუყოვნებელი. მე უკვე მივიღე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე Vigipirate–ს გამოცხადების გადაწყვეტილება „ტერაქტის განგაშის“ დონეზე“, — განაცხადა კასტეკსმა საფრანგეთის ეროვნულ კრებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უსაფრთხოების საბჭოს კრებას პარასკევ დილით მოიწვევს.

შეგახსენებთ: დღეს საფრანგეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. უცნობი მამაკაცი ნიცაში ნოტრ–დამის ეკლესიაში შევიდა, სადაც სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა დანით. ზოგი მედიასაშუალების ცნობით, თავდამსხმელმა, რომელიც მალევე დააკავა პოლიციამ, ერთ ასაკოვან ქალბატონს თავიც კი მოკვეთა.

ოდნავ მოგვიანებით ქალაქ ავინიონში მამაკაცი პოლიციელებს დაესხა თავს და მათ დაჭრას შეეცადა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

თითქმის იმავდროულად საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში დააკავეს ადგილობრივი მოქალაქე, რომელიც საფრანგეთის საკონსულოს დაცვას დაესხა თავს და, პოლიციის ინფორმაციით, მსუბუქად დაჭრა ის.

აღსანიშნავია, რომ დღეს მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს ზეიმობს, რომელზე კარიკატურებმაც აღაშფოთა ისლამური სამყარო.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს