არეულობა ქვემო ქართლში: „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაც შეეხება მასობრივ არეულობაში მონაწილე „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, მათ შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი არიფ იუსუფოვი, რომელიც პოლიციამ ბოლნისში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დააკავა, 4 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
შსს: არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას

იუსუფოვის წინააღმდეგ საქმე „ძალადობის“ მუხლითაა აღძრული. იგი 27 სექტემბერს სოფელ ნახიდურში „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილეა. მარნეულში 29 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ენმ-ის კიდევ ერთი აქტივისტი ლაშა ქველაძეა დაკავებული.

პროკურატურა ორივე დაკავებულისთვის 5000-ლარიან გირაოს მოითხოვდა, თუმცა ადვოკატებმა დღეს გამართულ სასამართლო მოსმენის წინ განაცხადეს, რომ ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფთა აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლების მოთხოვნას აპირებდნენ, რადგანაც იუსუფოვისა და ქველაძის დანაშაული არ მტკიცდება.

„წარმოდგენილია ორი ეპიზოდი. საუბარია ორ ადამიანთან მიმართებით ძალადობაზე, თუმცა, გუშინ საქმის მასალებს გავეცანი, მასში არ არის ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულებები იმისა, რომ არიფ იუსუფოვმა რაიმე სახის ძალადობას მიმართა“, – განაცხადა ადვოკატმა როსტომ ლაზარიამ.

ხოლო მეორე დაკავებული ლაშა ქველაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.

რაც შეეხება მასობრივ არეულობაში მონაწილე „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, მათ შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0