დაკავებული ხელბორკილებში

პოლიციამ თბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

55
(განახლებულია 11:43 04.10.2020)
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „სუბუტექსის“ 34 აბი

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 42 წლის მამაკაცი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის რეისით ჩამოფრინდა.

პოლიციამ დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 34 აბი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და ფსიქოტროპული პრეპარატი „ლირიკა“.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.

55
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1176)
ეჭვმიტანილი ხელბორკილებში

თეთრიწყაროში უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმრის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

11
(განახლებულია 11:03 26.10.2020)
ბრალდებულებმა ცოლ-ქმარს და მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს, ცეცხლსასროლი იარაღით და მოკვლის მუქარით გაიტაცეს 16 ათას 100 ლარი, ლეპტოპი, მობილური ტელეფონები

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი – ადრე ნასამართლევი 33 წლის მამაკაცი და მისი თანამზრახველი 28 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ოქტომბერს ბრალდებულები ბედიანის ხეობის მიმდებარედ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მცხოვრები ცოლ-ქმრის, ჩინეთისა და ავსტრალიის მოქალაქის სახლში მოტყუებით შევიდნენ.

ბრალდებულებმა ცოლ-ქმარს და მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღით და მოკვლის მუქარით, გაიტაცეს 16 ათას 100 ლარი, ლეპტოპი, მობილური ტელეფონები და შემთხვევის ადგილიდან მათი ავტომობილით მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი მომხდარიდან მალევე, თეთრიწყაროს ტერიტორიაზე მიტოვებული იპოვეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია თანხის ნაწილი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს და ითვალისწინებს რვიდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

11
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1176)
დაკავება

აჭარაში ქურდობის ფაქტი გახსნეს დაკავებულია სამი პირი

10
(განახლებულია 11:13 26.10.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბოროტმოქმედებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. პოლიციამ ხელვაჩაურში მომხდარი ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია შსს–ს პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ქურდობა ბეთუმში: სახლის პატრონმა ბოროტმოქმედს წინააღმდეგობა გაუწია>>>

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა 25 ოქტომბერს, ღამით, ფარულად შეაღწიეს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში და წაიღეს ძვირფასეულობა, მაჯის საათი, საფულე და ცეცხლგამძლე სეიფის გასაღები. გარდა ამისა, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სახლის მეპატრონეს და ნაქურდალი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

10
თემები:
შემთხვევები საქართველოში
საავადმყოფო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა

0
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1872-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 30303-ს მიაღწია

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 215-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1872-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 30303-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში  2249 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში