კარტოფილი

საქართველომ თურქეთს ტონობით დაავადებული კარტოფილი უკან დაუბრუნა

180
(განახლებულია 17:35 03.10.2020)
უწყების ცნობით, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში კარტოფილის კიბოს არსებობა დადასტურდა

თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 25 ათასი კგ დაავადებული  კარტოფილი შემოვიდა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, თურქეთიდან კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება  სასაზღვრო–გამშვებ პუნქტ ,,სარფის“ გავლით შემოვიდა.

„ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას კვლევისთვის აღებულ ნიმუშში კარტოფილის საკარანტინე მავნე ორგანიზმის,  კერძოდ – კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

180
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1878)
ინკასატორების მიკროავტობუსი

ინკასატორის დაყაჩაღება: ქობულეთში ძარცვის ფაქტი გახსნილია

12
სამართალდამცველებმა  ნაძარცვი თანხა, 55 000-მდე ლარი დაკავებულის სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. ქობულეთში მომხდარი, ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნილია, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ძარცვის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული გ.მ. სამართალდამცველებმა ქობულეთში დააკავეს.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ქობულეთში, „საქართველოს ბანკის" სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას" ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული - 55 000-მდე ლარი ძალის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა  ნაძარცვი თანხა დაკავებულის სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ქობულეთში ინკასატორი დააყაჩაღეს >>

ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

12
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ბათუმის პორტი

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი საქართველოში ზღვის დაბინძურებისთვის დააჯარიმეს

14
(განახლებულია 17:05 24.10.2020)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, გემიდან ზღვაში ნავთობშემცველი წყლები ჩაიღვარა

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი საქართველოს აკვატორიაში შავი ზღვის დაბინძურებისთვის 65 ათასი ლარით დააჯარიმეს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტის მონაცემებით, გემიდან ზღვაში ნავთობშემცველი წყლები ჩაიღვარა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგა ოქმი, და გემის კაპიტანს ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.

14
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1878)
ნინო ნადირაძე

„3 თაობა“- ნინო ნადირაძე დედამთილთან და ქალიშვილთან ერთად პოზირებს - ოჯახური პორტრეტი

0
ცნობილმა ტელესახემ გუგა კუზანოვის დედასთან და ბაია კუზანოვთან ერთად გადაღებული თბილი ფოტო გამოაქვეყნა. „3 თაობა“ - წერს ნინო ნადირაძე. ოჯახური იდილია ერთ სურათზე...

ბაია კუზანოვის დაოჯახებისა და დედობის შემდეგ, კუზანოვი-ნადირაძეების ოჯახი განსაკუთრებულად გაერთიანდა. პატარა შვილიშვილს ყველა ერთად უვლის, რადგან ბაია სწავლასა და შვილის მოვლის პარალელურად ქირურგ მამასთან და ბაბუასთან ერთად ოპერაციებს ესწრება. როგორც ნინოს გვერდიდან ირკვევა, უკვე თავადაც არის ოპერაციების გაკეთებაში აქტიურად ჩართული.

View this post on Instagram

ოჯახური პორტრეტი ინტერიერში❤

A post shared by nino (@ninonadiradze) on

საქართველოში კუზანოვების ოჯახი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან პოპულარულია. მათი ოჯახის თითოეულ წევრს უამრავი ადამიანი იცნობს. ექიმების ოპერაციების შესახებ ლეგენდები დადის. ოჯახის უმცროსი წევრებიც ბაბუის ნაბიჯებს მიჰყვებიან და მომავალი ექიმები არიან. მათ შორის არის ბაია კუზანოვიც, გუგას და ნინოს ქალიშვილი.

ნინო ნადირაძემ მორიგი ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა, რომლითაც გუგა კუზანოვის დედამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ნინოს გვერდით გუგა კუზანოვის დედა ზის. რამდენიმე თვის წინ ნინომ მშვენიერი დედის სურათიც გამოაქვეყნა და ასე დაასათაურა: „ჩემი ყველაზე მკაცრი ცენზორი“. მიუხედავად იმისა, რომ დედა-შვილს საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ, ნინოს ყველაზე დიდი გულშემატკივარი და კრიტიკოსიც მისი დედაა. დედამთილთან კი, წლების მანძილზე თბილი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა.

View this post on Instagram

ჩემი ბრილიანტები🥰🥰🥰

A post shared by nino (@ninonadiradze) on

„3 თაობა“- ასე დაასათაურა ნინომ უახლესი სურათი, რომელზეც კარდიოლოგი, მისი დედამთილი და მომავალი პლასტიკური ქირურგი და ახალბედა დედა არიან გამოსახულნი. გოგონები საღამოს იდილიით ტკბებიან და ერთმანეთს დღის მიმდინარე მოვლენებს უზიარებენ.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება