სტიქია ხელვაჩაურში

ტრაგედია აჭარაში: მაშველებმა ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს, 16 წლის ბიჭს კი ამ დრომდე ეძებენ

116
(განახლებულია 19:37 02.10.2020)
გარდა ამისა, მეწყერმა იმსხვერპლა ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი, მათგან ორის ცხედარი მაშველებმა დღეს იპოვეს.

თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. 

მანამდე, მაშველებმა გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე იპოვეს. ამ დროისთვის, გრძელდება მათი არასრულწლოვანი შვილის სამძებრო ღონისძიებები. ოჯახის სამივე წევრი იმ სახლში იმყოფებოდა, რომელიც გუშინ მეწყერმა წაიღო.

გარდა ამისა, მეწყერმა იმსხვერპლა ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი, მათგან ორის ცხედარი მაშველებმა დღეს იპოვეს.

ამ დროისთვის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე სატეხიაშიც, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.

120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა დაახლოებით 40 ათას ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.  

ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებდნენ.  ასევე, გვიან ღამით აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან, თბილისიდან.

აჭარაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ 1 ოქტომბერს წყალდიდობა და მეწყრული პროცესები გამოიწვია.

116
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1857)
თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბი

თბილისში ღამის ბარების მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

39
ობიექტების წამომადგენლების თქმით, ბარები ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, თუმცა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე კვების ობიექტებში იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღე-ღამური მატება უკვე ოთხნიშნა რიცხვებში აისახება. ამასთან დაკავშირებით 15 ოქტომბრიდან თბილისში, ბათუმში და იმერეთის რეგიონში არსებული ბარები და რესტორნები შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ - ისინი სტუმრებს მხოლოდ 07:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში ემსახურებიან.

შსს-ს ინფორმაციით, დარღვევები დაფიქსირდა კომპანია „ათონელის" კუთვნილ კვების ობიექტსა და ბარ FELLERS-ში, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარეობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული კვების ობიექტები 22:00 საათის შემდეგ განაგრძობდნენ ეკონომიკურ საქმიანობას. ობიექტების წამომადგენლების განცხადებით, ორივე ბარი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ.

იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ფიზიკური პირის შემთხვევაში 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

39
თემები:
COVID-19 საქართველოში
ძალადობა ოჯახში

თბილისში გაუპატიურების ბრალდებით 18 წლის კაცი დააკავეს

80
ბრალდებულმა მსხერპლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მისი ნების საწინააღმდეგოდ მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გაუპატიურებისა და ძალადობით ჩადენილი თვითნებობის ბრალდებით 18 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 1995 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, მის საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც, მსხვერპლის ნების საწინააღმდეგოდ მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის  137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გაუპატიურებას და ძალადობით ჩადენილ თვითნებობას გულისხმობს. 

დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

80
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 20 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 09:45 19.10.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

  • 20 ოქტომბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

ყველაფერი გამოგივათ, თუ შემოქმედებით აქტიურობას გამოიჩენთ და მიზნისკენ ივლით. უნდა დაიცვათ საკუთარი პრინციპები, გამოამჟღავნოთ ემოციები, გრძნობები.

იზრდება აქტიურობა, სიცოცხლის ხალისი. ადამიანებში ჩნდება სტაბილურობისა და წესრიგის თვისებები. განწყობაში სიმშვიდე დომინირებს. ამ დღეს კარგია შეთანხმებების დადება. იღვიძებს საზოგადოებრივი საქმის კეთების ინტერესი. კარგი დღეა სამართლებრივი საკითხების გადაჭრისთვის. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, შორეულ ადგილებში გამგზავრება. არ ღირს მიწის ყიდვა და მშენებლობის დაწყება.

ამ დღეს კარგად გამოდის ერთობლივი რომანტიკული მოგზაურობა, ან რამე სახის ღონისძიებაზე ერთად დასწრება, ასევე ხელსაყრელი დროა მეგობრული საღამოებისა და ოჯახური წვეულებების მოწყობისთვის.

ასეთ პერიოდში დაწყებული რომანი რომანტიკული, მგზნებარე იქნება, რომელიც მრავალ კმაყოფილებასა და იმედს მოიტანს. მსოფლმხედველობის, ვნების, აზარტისა და ორმხრივი კმაყოფილების თანხვედრა განამტკიცებს ურთიერთობებს, შედეგად დგება მსუბუქი და ოპტიმისტური კავშირი. თუ რომელიმე წყვილში მეორის ცხოვრების მასწავლებელი ან მისი წამოწყებების მფარველი გახდება, ეს ძალიან წაადგება ამ კავშირს. თუმცა, სწრაფად გაჩენილი მგზნებარება შეიძლება ასევე სწრაფად ჩაქრეს.

ასეთ დღეს, ძირითადად, ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური და კაშკაშა ურთიერთობები იბადება.

რეკომენდებულია ვალის დაბრუნება, დაწყებული საქმეების დამთავრება, სამუშაო ადგილზე ცვლილებები, ახალი ნაბიჯების გადადგმა საქმეების წარმოების მეთოდების მხრივ.

არარეკომენდებულია ფინანსური საქმეების წარმოება, ახალი საქმეების დაწყება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსნის დღე არ მიიჩნევა ხელსაყრელ დროდ თმის შეჭრის ან შეღებვისთვის. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: მშვილდოსანი დღე კარგია ხილის დარგვისთვის, ასევე იმ ხეების, რომლებიც მალე უნდა გაიზარდოს. შეიძლება ხილის ხეებისა და ბუჩქების გასხვლა, მავნებლებთან ბრძოლა.

ამ დღეს არ შეიძლება ნიადაგის გაფხვიერება.

0