სამცხე–ჯავახეთი

ჯავახეთის მოსახლეობამ ღამით საქართველო–თურქეთის საერთაშორისო გზა გადაკეტა

142
(განახლებულია 16:09 30.09.2020)
აქციის მონაწილეები საქართველო–სომხეთის საზღვრის გახსნას მოითხოვდნენ, რათა ჯავახეთის მცხოვრებლებმა სომხეთში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა მოახერხონ.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. ჯავახეთის მოსახლეობამ, რომელიც უმეტესად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, ამ ღამით სოფელ კარწახში საქართველო–თურქეთის საერთაშორისო ტრასა გადაკეტა, იუწყება ადგილობრივი სააგენტო JNEWS.

ასე შეეცადნენ აქციის მონაწილეები სატვირთო ავტომობილების მოძრაობის აკრძალვას. მათი თქმით, ამ გზით თურქეთი აზერბაიჯანში იარაღს გზავნის.

სესიაშვილი: საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს იარაღის ტრანზიტზე უარი უთხრა>>

„სანამ სომხეთ–საქართველოს საზღვარი არ გაიხსნება, რომ ჩვენი დახმარება სომხეთში ჩავიდეს, თურქული სატვირთოები საქართველოში ვერ შემოვლენ“, – აცხადებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ისინი მოითხოვდნენ საქართველო–სომხეთის საზღვრის გახსნას, რათა მიეცეთ შესაძლებლობა, გაგზავნონ ჰუმანიტარული ტვირთი და მოხალისეების სახით გაემგზავრონ მთიან ყარაბაღში.

სააგენტოს ინფორმაციით, კარწახში დაახლოებით ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც სკანდირებდნენ „სომხეთი“ და „არწახი“ (ასე უწოდებენ სომხები ყარაბაღს). ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ასევე მივიდნენ საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი სამველ მანუკიანი და ყოფილი დეპუტატი სამველ პეტროსიანი.

აქციის მონაწილეები დაიშალნენ რამდენიმე საათის შემდეგ, გზა გახსნეს. თურქული ნომრების მქონე სატვირთო ავტომობილები სოფელ კარწახთან ახლოს იყვნენ გაჩერებული.

ამ დროისთვის სოფელში მშვიდი ვითარებაა. პოლიცია სოფელ კარწახში პატრულირებს.

საქმის ვითარება

მღელვარება ჯავახეთში მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ დაიწყო.

საქართველოს პარლამენტში სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს>>

სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა არტილერია გამოიყენა მათ წინააღმდეგ და რომ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

კონფლიქტის ესკალაციაში ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

142
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (96)
დაკავება

აჭარაში ქურდობის ფაქტი გახსნეს დაკავებულია სამი პირი

8
(განახლებულია 11:13 26.10.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბოროტმოქმედებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. პოლიციამ ხელვაჩაურში მომხდარი ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია შსს–ს პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ქურდობა ბეთუმში: სახლის პატრონმა ბოროტმოქმედს წინააღმდეგობა გაუწია>>>

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა 25 ოქტომბერს, ღამით, ფარულად შეაღწიეს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში და წაიღეს ძვირფასეულობა, მაჯის საათი, საფულე და ცეცხლგამძლე სეიფის გასაღები. გარდა ამისა, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სახლის მეპატრონეს და ნაქურდალი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

8
თემები:
შემთხვევები საქართველოში
საპატრულო პოლიცია

საზარელი ავარია ბაღდათში: დაღუპულია ოჯახის ოთხი წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი

131
ბავშვის დედა და მეორე მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის წევრები არიან - ავარიამ იმსხვერპლა ასევე ბავშვის მამა, ბიძა და ბებია.

ბავშვის დედა და მეორე მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი თხრილში გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

131
თემები:
შემთხვევები საქართველოში
რუსეთისა და იაპონიის დროშები

წერტილი უნდა დაისვას: იაპონიის პრემიერი კურილის კუნძულების თემას უბრუნდება

0
(განახლებულია 11:18 26.10.2020)
აღსანიშნავია, რომ რუსეთის კონსტიტუციაში შესული ახალი ცვლილებების თანახმად, ტერიტორიების გასხვისება იკრძალება

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. კურილის კუნძულების კუთვნილების საკითხში საბოლოო წერტილი უნდა დაისვას, განაცხადა იაპონიის ახალმა პრემიერ–მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ პარლამენტში პირველი საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა.

პრემიერს იმედი აქვს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ჩრდილოეთ ტერიტორიებზე, ანუ კურილის კუნძულების სამხრეთ ნაწილზე წარმატებით დასრულდება.

„ჩრდილოეთ ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებებში აუცილებელია საბოლოო წერტილი დაისვას და არ გადაიდოს ის მომავალი თაობებამდე“, — აღნიშნა სუგამ

გარდა ამისა იაპონიის ახალი პრემიერი აპირებს, განავითაროს მოსკოვთან ყოველმხრივი ურთიერთობი „უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე ღია დიალოგის დახმარებით“, რაშიც ასეე მოიაზრებს რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულეაბზე ხელმოწერას.   

​მიმდინარე წლის ივლისში იაპონიის მთავრობა აცხადებდა, რომ არ შეცვლიდა პოზიციას ჩრდილოეთ ტერიტორიებთან დაკავშირებით და საკითხს მას შემდეგ დაუბრუნდებოდა, რაც რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კენჭისყრა დასრულდებოდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებში შესულია მუხლი ტერიტორიების გასხვისების აკრძალვის შესახებ.

იოშიჰიდე სუგამ იაპონიის პრემიერ–მინისტრის პოსტი 16 სექტემბერს დაიკავა. როგორც მისმა წინამორბედმა სინძო აბემ განაცხადა, იმედი აქვს, რომ ახალი პრემიერი შეძლებს მოსკოვთან მოლაპარაკებების გააქტიურებასა და სადავო კუნძულების საკითხში მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევას.

შეგახსენებთ: იაპონია, ვაჭრობისა და საზღვრების შესახებ 1855 წლის ორმხრივი ტრაქტატის საფუძველზე, პრეტენზიას ოთხ კუნძულზე — კუნაშირზე, შიტოკანზე, იტურუპსა და ჰაბომაიზე აცხადებს. სწორედ ამ კუნძულების დაბრუნებას ასახელებს ტოკიო რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების პირობად, რომელზეც ორ ქვეყანას ჯერაც არ მოუწერია ხელი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

მოსკოვი აცხადებს, რომ აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის შედეგების შესაბამისად გადავიდა და ეს საერთაშორისო სამართლის თანახმადაა გაფორმებული.

0
თემები:
მსოფლიო დღეს