ნინო ლომჯარია

მარნეულში მომხდარი ინციდენტის საქმეში სახალხო დამცველი ჩაერთო

81
(განახლებულია 09:11 30.09.2020)
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით მარნეულში გაემგზავრნენ

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება – მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა.

დაპირისპირება მარნეულში: „ნაცმოძრაობა" VS „ქართული ოცნება">>

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შეხლა–შემოხლის დროს თავს დაესხნენ ჟურნალისტებსაც.

„სახალხო დამცველის აპარატი ყურადღებით აკვირდება მარნეულში მიმდინარე მოვლენებს. ამ წუთებში აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე მიემგზავრებიან“, – დაწერა ლომჯარიამ თავის Facebook–გვერდზე.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, მათი ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით.

„იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება. აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

მარნეულში დაპირისპირების დროს თავს დაესხნენ პირველი არხისა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

81
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1889)
ავტობუსები თბილისში

თბილისში ერთ-ერთ ავტობუსში მგზავრი გარდაიცვალა

222
ასაკოვანი ქალი ავტობუსში მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, #28 ავტობუსში მგზავრობისას ქალი გარდაიცვალა, აცნობეს Sputnik -საქართველოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

შემთხვევა დღეს საღამოს დაახლოებით 20:30 საათზე გრანელის ქუჩაზე მოხდა.

„ასაკოვანი ქალი 28 ნომერ ავტობუსში მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ  სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნეს კომპანიაში.

მგზავრის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

222
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1889)
პოლიციის ლენტი

კახეთში ავარიაში 44 წლის ქალი დაიღუპა

70
(განახლებულია 21:46 28.10.2020)
თვითმხილველთა ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავ მსუბუქ ავტომობილს საბურავი გაუსკდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება „პირველი არხი“.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მანქანას საბურავი გაუსკდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი 44 წლის ქალი. ორი მგზავრი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

70
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1889)
ჯო ბაიდენი

სკანდალური დოკუმენტები: ბაიდენის ვაჟზე ახალი კომპრომატები ფოსტიდან მოიპარეს

0
(განახლებულია 10:27 29.10.2020)
მანამდე აშშ-ის სენატის პროფილურმა კომიტეტმა Facebook-ისა და Twitter-ის ხელმძღვანელები დაიბარა მოსმენებზე გადაწყვეტილების გამო, დაებლოკათ სკანდალური სტატია ჰანტერ ბაიდენის შესახებ

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტბის დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები სადღაც გაქრა, იუწყება ტელეარხი Fox News–ი.

„ამ კვირაში, ორშაბათს, ჩვენ წყაროსგან მივიღეთ კონფიდენციალური დოკუმენტების კოლექცი ბაიდენების ოჯახზე. მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტები იყო ნამდვილი და სანდო“, — განაცხადა ტელეარხის წამყვანმა ტაკერ კარლსონმა პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტაცია ორშაბათს ფოსტით გაიგზავნა ნიუ–იორკიდან ლოს–ანჯელესში, მაგრამ სამშაბათს კურიერულმა სამსახურმა აცნობა ტელეარხს, რომ ამანათი გახსნილი და ცარიელი იყო.

„ეს დოკუმენტები გაქრა“, — განაცხადა კარლსონმა  და იქვე განმარტა, რომ საფოსტო კომპანიამ შემოწმება ჩაატარა, მაგრამ ვერაფერი იპოვა.

შეგახსენებთ: გაზეთმა New York Post-მა ოქტომბერში რამდენიმე მასალა გამოაქვეყნა იმ მიმოწერაზე დაყრდნობით, რომლებიც მანამდე ჰანტერ ბაიდენის ნოუთბუქში აღმოაჩინა დელავერის შტატის ერთ-ერთი კომპიუტერული სახელოსნოს სპეციალისტმა. ხელოსანმა ნოუთბუქის მყარი დისკის ასლი შექმნა და ის დონალდ ტრამპის პირად ადვოკატს, რუდოლფ ჯულიანის გადასცა, რომელმაც მასალები მედიასაშუალებას მიაწოდა და ეს გამოქვეყნდა კიდეც The New York Post-ში. ნოუთბუქში აღმოჩენილი კონფიდენციალური ინფორმაცია ჰანტერ ბაიდენისა და უკრაინული გაზის კომპანია Burisma-ს ხელმძღვანელობის მრჩეველთან ვადიმ პოჟარსკისთან მიმოწერას შეიცავდა. აღსანიშნავია, რომ ჰანტერ ბაიდენი მანამდე თავადაც მუშაობდა ამ კომპანიის ხელმძღვანელობაში. ჯო ბაიდენის ოპონენტების დასკვნით, აღნიშნული მასალა მისი ოჯახის კორუმპირებულობას ადასტურებს.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს