საპატრულო პოლიცია

მძღოლი, რომელმაც რუსთავში არასრულწლოვანი გაიტანა, დაკავებულია

135
(განახლებულია 13:37 30.09.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი  მოგვიანებით სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. 

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი სამართალდამცავებმა დააკავეს, იუწყება ტელეარხი „ფორმულა".

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,  16 წლის გოგონა ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას დიდი სიჩქარით მოძრავი „მუსტანგის" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევის შემდეგ მძღოლი მიიმალა.  თუმცა, გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის მოგვიანებით სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. 

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, დანაშაული ოთხიდან შვიდ  წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

135
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1870)
სპეცოპერაცია ზუგდიდში

ვახტანგ გომელაური - თანამზრახველების მიმართულებით გამოძიება მუშაობს

52
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელები სამნი იყვნენ - აქედან ორნი - „ფეიკ მძევალი“ და მათ ნახევარი მილიონის ნაცვლად თან 4 მილიონი დოლარი წაიღეს

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირის შესაძლო თანამზრახველებთან დაკავშირებით ბევრი ვერსია ვრცელდება და გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. 

21 ოქტომბერს, შეიარაღებული პირი ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალში შეიჭრა და 40–ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

„ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავადასტურებ. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, შეიძლება, 43 ადამიანში ათი იყო მისი თანამზრახველი, ვერავინ იტყვის, იყო თუ არა. გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ადამიანების დააბრალო რაღაც, რაც არ იცი მტკიცებულებით ფორმაში. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები სამნი იყვნენ - აქედან ორნი - „ფეიკ მძევალი“ და მათ ნახევარი მილიონის ნაცვლად თან 4 მილიონი დოლარი წაიღეს სინამდვილეში.

მისივე თქმით, „ფეიკ მძევლებს“ შორის ერთ-ერთი დავით ხვიბლიანი იყო. ის ტელეკომპანიების მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს.

„დავით ხვიბლიანი იყო მძევალი, ერთ-ერთი მძევალი 43 ადამიანში. გამოძიების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გვარამიამ 21 ოქტომბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ყველაფერი იცოდნენ, თუმცა ჯერჯერობით არ ასაჯაროებდნენ დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

„500 ათას დოლარს ითხოვს“ – ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ბანკში აყვანილი მძევალი ჩაერთო >>

მძევლები გათავისუფლების სპეცოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა ბოროტმოქმედი  ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, სწორედ მას დაუკავშირდა ბოროტმოქმედი ერთ–ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას მეშვეობით ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი პირდაპირ ეთერში და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა.

52
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური

„არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად“ გომელაური

43
(განახლებულია 21:15 22.10.2020)
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სპეცოპერაციის პირველი ეტაპი – მძევლების უვნებლად გათავისუფლება წარმატებით შესრულდა. მეორე ეტაპია დამნაშავის პოვნა და დასჯა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მთავარი ამოცანა იყო – მძევლები არ დაშავებულიყვნენ და ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, 21 ოქტომბერი მძიმე დღე იყო ყველასთვის, მათ შორის შსს-სთვის, მძევლებისთვის.

„თანხაზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, იქნება 10 მილიონი, 100 მილიონი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს თუ გინდათ დადასტურებად ჩათვალეთ. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო? თანხა ძალიან ბევრჯერ დასახელდა და დასამალიც არ არის. იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი და ამაზე ვიმუშავეთ. გამოძიებიდან გამომდინარე ვერ ვსაუბრობ. რომ დავაკავებთ ამ ადამიანს, გამოვალ და ღიად ვიტყვი“, – განაცხადა გომელაურმა.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმის მეორე ეტაპი დამნაშავის პოვნა და დასჯაა.

„ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენმა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ დაშავებულიყო. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, რაც დავისახეთ, და ეს ხელმძღვანელობასთანაც შეთანხმებული იყო, შეთანხმებული იყო ბატონ პრემიერთანაც, დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ. ეტაპობრივად იყო ადამიანების გამოშვება – ჯერ 14, შემდეგ 7, შემდეგ 9 კაცი და ა.შ. რაც მთავარი იყო, ჩვენი თანამშრომელი მივიდა. შევთავაზეთ გაყოლა, მაგრამ მან უარი გვითხრა. შემდეგ ერთ ადამიანზე დაგვთანხმდა“, – განაცხადა მინისტრმა.

ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც განაცხადა, რომ მიღწეული შედეგი არაა საბოლოო და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა ბოროტმოქმედებს დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნება არ გაუჩნდეთ.

21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად დატოვა მას შემდეგ, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

გახარია: შსს–ს ძირითადი ამოცანა თავდამსხმელის უმოკლეს ვადებში დაკავებაა >>

ოთხ მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.

43
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
იუსტიციის სახლი

ქორწინება და განქორწინება ონლაინ: სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესები იცვლება

0
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება მომავალი წლიდან ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

დღეს მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, 7 სახის სამოქალაქო აქტი ელექტრონული სახით დარეგისტრირდება და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები – დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების – ელექტრონული სახით გაიცემა.

„მოქალაქემ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები მისაღებად განაცხადი ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა გააკეთოს, რის შემდეგაც ის მიიღებს უნიკალურ სარეგისტრაციო ნომერს და შესაბამის საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის მეშვეობითაც უკვე პორტალ www.my.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ჩამოტვირთვა ადგილიდან გაუსვლელად ნებისმიერ დროს შეეძლება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მოქალაქეებს ასევე მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საზღვარგარეთ წარსადგენი ელექტრონული დოკუმენტების შესაბამისი წესით დამოწმებაც, რაც მათ დაუზოგავს დროსა და ფინანსებს. დაინტერესებულ პირი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს ელექტრონული მოწმობის სააგენტოსთვის წარდგენას, მისი ელექტრონული აპოსტილით დამოწმებას და დოკუმენტის მიღებას (ჩამოტვირთვას).

კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი რეგულაციების ამოქმედება 2021 წლის 1 თებერვლიდან არის გათვალისწინებული.

შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა მატერიალური ფორმით მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, როდესაც ელექტრონული დოკუმენტის შექმნა ფორსმაჟორული გარემოებების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო იქნება შეუძლებელი, აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

0