ავარია

ავარია ავტობანზე: არიან დაღუპულები და დაშავებულები

235
(განახლებულია 19:07 29.09.2020)
შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

სოფელ შავშვებთან ავარია დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი „ნისანის“ მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა. ორი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. საპატრულო პოლიცია ავტობანზე მოძრავ მძღოლებს შემოვლითი გზით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

235
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1890)
პატრული

სოფელ ნუკრიანში აფეთქება მოხდა

9
(განახლებულია 12:28 29.10.2020)
ადგილობრივივი მცხოვრებლების განცხადებით, აფეთქება ბანკომატიდან თანხის წაღების მიზნით მოხდა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან, სადაც ბანკომატია განთავსებული, აფეთქება მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობის კედლები, ჩამსხვრეულია შუშები.

ადგილობრივივი მცხოვრებლების განცხადებით, აფეთქება ბანკომატიდან თანხის წაღების მიზნით მოხდა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  187-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც სხვისი ნივთის  განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

9
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1890)
ავტობუსები თბილისში

თბილისში ერთ-ერთ ავტობუსში მგზავრი გარდაიცვალა

236
ასაკოვანი ქალი ავტობუსში მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, #28 ავტობუსში მგზავრობისას ქალი გარდაიცვალა, აცნობეს Sputnik -საქართველოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

შემთხვევა დღეს საღამოს დაახლოებით 20:30 საათზე გრანელის ქუჩაზე მოხდა.

„ასაკოვანი ქალი 28 ნომერ ავტობუსში მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ  სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნეს კომპანიაში.

მგზავრის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

236
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1890)