მცხეთის რეგიონული სასამართლო

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი თქვა

78
(განახლებულია 21:14 28.09.2020)
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე წინასწარი მოსმენები დასრულდა, მოსამართლემ დღეს არსებითი მოსმენების დაწყების თარიღი გამოაცხადა.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის გახმაურებელ საქმეზე დაკავებულმა სამმა სრულწლოვანმა ბრალდებულმა წინასწარი მოსმენის დროს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულების ადვოკატებმა განუცხადეს.

დღეს დასრულდა წინასწარი მოსმენები შაქარაშვილის საქმეზე. სასამართლო მკვლელობის საქმის არსებით განხილვაზე გადადის, რომელიც მცხეთის სასამართლოში 8 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

ასევე სასამართლომ დღეს არ დააკმაყოფილა ხუთი ბრალდებულის ადვოკატების შუამდგომლობა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე. 

შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. აქედან ხუთს მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო დანარჩენებს – ჯგუფური ძალადობა.

პროცესების ნაწილი დახურულ რეჟიმში იმართება, რადგან დაკავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.

ამ შემთხვევას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი – ერთი მცხეთაში და მეორე თბილისი–მცხეთის გზაზე.

78
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (79)
ავტობუსები თბილისში

თბილისში ერთ-ერთ ავტობუსში მგზავრი გარდაიცვალა

111
ასაკოვანი ქალი ავტობუსში მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, #28 ავტობუსში მგზავრობისას ქალი გარდაიცვალა, აცნობეს Sputnik -საქართველოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

შემთხვევა დღეს საღამოს დაახლოებით 20:30 საათზე გრანელის ქუჩაზე მოხდა.

„ასაკოვანი ქალი 28 ნომერ ავტობუსში მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ  სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნეს კომპანიაში.

მგზავრის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

111
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიციის ლენტი

კახეთში ავარიაში 44 წლის ქალი დაიღუპა

58
(განახლებულია 21:46 28.10.2020)
თვითმხილველთა ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავ მსუბუქ ავტომობილს საბურავი გაუსკდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება „პირველი არხი“.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მანქანას საბურავი გაუსკდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი 44 წლის ქალი. ორი მგზავრი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

58
თემები:
შემთხვევები საქართველოში
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 29 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:21 27.10.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

  • 29 ოქტომბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია კორექტივების შეტანა ბიზნესში, გავლენის სფეროს გაფართოება, შეთანხმებებზე ხელმოწერა, საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, ახალი ინფორმაციების მიღება, განათლების მიღება, ცოდნის მარაგის შევსება, მუშაობა, გუნდთან ერთად მუშაობა, ფულთან დაკავშირებულ და მატერიალური საკითხებზე მუშაობა.

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეების კეთება, ახალი წამოწყებები, განსაკუთრებით – ინდივიდუალურად, ადრე დაწყებული საქმეების მიტოვება და ზედმეტი დასვენება.

ძალზე ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობის დაწყებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს თმის ხარისხზე, თავის კანზე.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

0