https://sputnik-georgia.com/20200919/ramdeni-adamiani-dajarimda-pirbadis-tarebis-wesis-darRvevisTvis-249496175.html
რამდენი ადამიანი დაჯარიმდა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის
რამდენი ადამიანი დაჯარიმდა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის
Sputnik საქართველო
დახურულ საჯარო სივრცეში, ტრანსპორტში ან ტაქსიში პირბადის გარეშე ყოფნა 20 ლარიანი ჯარიმით ისჯება, იურიდიული პირი კი პირბადის გარეშე ადამიანის დაშვებისთვის 500... 19.09.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-09-19T15:28+0400
2020-09-19T15:28+0400
2023-08-17T18:01+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24861/27/248612784_0:82:3000:1778_1920x0_80_0_0_278332d913cba986d9b013db4dbc05c2.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24861/27/248612784_48:0:3000:1856_1920x0_80_0_0_0c8fe40925185d369b7e57e570d563f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
რამდენი ადამიანი დაჯარიმდა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის
15:28 19.09.2020 (განახლებულია: 18:01 17.08.2023) დახურულ საჯარო სივრცეში, ტრანსპორტში ან ტაქსიში პირბადის გარეშე ყოფნა 20 ლარიანი ჯარიმით ისჯება, იურიდიული პირი კი პირბადის გარეშე ადამიანის დაშვებისთვის 500 ლარით ჯარიმდება
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში, საქართველოში პირბადის ტარების წესის დარღვევის 9 884 შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შსს-ზე დაყრდნობით.
აღნიშნული სტატისტიკა 2020 წლის 12 ივნისიდან 2020 წლის 31 აგვისტოს პერიოდს მოიცავს.
აღნიშნულ პერიოდში 5 107 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა, 4 776 პირს კი სიტყვიერი შენიშვნა ან გაფრთხილება მიეცა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებები 12 ივნისს შევიდა. 42(11) მუხლის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში, ტრანსპორტში ან ტაქსიში პირბადის გარეშე ყოფნა ფიზიკური პირისთვის 20 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება აღნიშნული სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.