საპატრულო პოლიცია

ავტოავარია თბილისში: დაიღუპა ქალი

130
(განახლებულია 15:21 18.09.2020)
დაღუპული იმ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი იყო, რომელიც გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. მომხდარის დეტალებს პოლიცია ადგენს.

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. ვარკეთილში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა.

ქალი – მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. დაშავდა სატვირთო ავტომობილის მძღოლიც. სხეულის დაზიანებებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება მიმდინარეობს საგზაო მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის ექვს თვეში საქართველოში ავტოავარიებში 203 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათი – ბავშვი. სულ მოხდა 2 270 ავარია მძიმე შედეგებით, რასაც სისხლის სამართლის სასჯელი მოსდევს. ავარიების ნახევარი თბილისზე მოდის.

130
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1897)
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა გორთან მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

41
(განახლებულია 14:16 30.10.2020)
საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად  გარდაიცვალა მიკროავტობუსის ექვსი მგზავრი, სხვებმა კი სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღეს.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა.

გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით პოლიციამ თურქეთის მოქალაქე დააკავა>>

სალომე ზურაბიშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

„მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას  ვუსურვებ“, – წერს ზურაბიშვილი თავის Facebook–გვერდზე.

2020 წლის 30 ოქტომბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე დასავლეთის მიმართულებით თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი, ხოლო 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.

მოგვიანებით კი ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი, მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა.

გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავა.

გორთან ავტოავარიას მეექვსე ადამიანიც ემსხვერპლა>>

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მართვის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

41
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1897)
საპატრულო პოლიცია

გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით პოლიციამ თურქეთის მოქალაქე დააკავა

30
(განახლებულია 13:41 30.10.2020)
ავტოავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი, მოგვიანებით კი დაშავებული კიდევ ერთი, მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერი გახარია გორთან ავტოავარიისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს>>

2020 წლის 30 ოქტომბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე დასავლეთის მიმართულებით თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი, ხოლო 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.

მოგვიანებით კი ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი, მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა.

პაციენტი უმძიმესი დაზიანებებით კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ასევე კლინიკაში გადაყვანილი დაშავებულებიდან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მართვის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

30
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1897)
ოპოზიციის აქცია

ვის წინააღმდეგ ვმეგობრობთ? ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მემორანდუმი გააფორმეს

0
(განახლებულია 16:21 30.10.2020)
დოკუმენტზე ხელმოწერით ოპოზიციამ თავის თავზე აიღო ვალდებულება, არ შევიდეს კოალიციაში და არ ითანამშრომლოს „ქართულ ოცნებასთან“

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც აიღეს ვალდებულება, რომ არ ითანამშრომლონ და არ შევიდნენ კოალიციაში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“.

მემორანდუმს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ხელი მოაწერეს „ევროპული საქართველოს“, გირჩის, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“, სტრატეგია აღმაშენებლის“, „რესპუბლიკური პარტიისა“ და და სხვა პოლიტიკური ძალების ლიდერებმა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეკრებილი პარტიები არ შევლენ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში და „ოცნება“ მარტო დარჩება. მეორე გზავნილია ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული უთანხმოებების მიუხედავად, ისინი შეძლებენ ისაუბრონ ფუნდამენტურ საკითხებზე არჩევნების შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მმართველობა დასრულდება.

 „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამ ღონისძიებას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან, მისი აზრით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პარტიებიდან რომელიმე კოალიციურ კავშირში შევიდეს „ქართულ ოცნებასთან“.

არჩევნები 2020: ოპოზიციურმა კანდიდატებმა თბილისში საინტერესო შეთანხმება დადეს>>

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ თავისი ოფისი არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შესახვედრად არაერთხელ დაუთმო.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020