დაკავება

საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

69
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 32 წლის ხარაზიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, რაგბის კავშირის შენობაში მომხდარი დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაგბი-7-ის ნაკრების ყოფილი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი დაჭრეს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა დღევანდელი ინციდენტი რაგბის კავშირში ბოლო დროს გამწვავებულ ვითარებას.

პოლიციამ 51 წლის ბესელია მცხეთაში დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 32 წლის ხარაზიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა.

გამოძიება სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

რაგბის კავშირში პრობლემები დაიწყო აგვისტოს დასაწყისში, როდესაც 31 კლუბის წარმომადგენლებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი კავშირის ხელმძღვანელობას სთხოვდა ბოლო ოთხი წლის ფინანსური ანგარიში ჩაებარებინა.

69
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1119)
ოქროს ნაკეთობები

თურქეთის მოქალაქეს საქართველოში არადეკლარირებული ძვირფასეულობა შემოჰქონდა

24
(განახლებულია 11:05 23.09.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მიხედვით,  ბრალდებულმა საბაჟო–გამშვები პუნქტ  „სარფის" გავლით მალულად შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. უწყების ცნობით, ამოღებულია 300 გრამამდე ძვირფასეულობა, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 35 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

24
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1119)
მოსამართლის ჩაქუჩი

წნორში მამაკაცმა დეიდა მოკლა: ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი

119
(განახლებულია 20:19 22.09.2020)
მკვლელობა წნორში მიმდინარე წლის 2 იანვარს მოხდა. ბოროტმოქმედი მომდევნო 16 წელს ციხის საკანში გაატარებს.

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში საკუთარი დეიდის განზრახ მკვლელობისთვის და მისი ქუთვნილი ძვირფასეულობისა და ფულის ქურდობისთვის ბრალდებული 26 წლის ილია გურაშვილი დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლაგოდეხის ნაკრძალში უცხო ქვეყნის მოქალაქე გააუპატიურეს >>

პროკურატურის ცნობით, მამაკაცს სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

წნორში მკვლელობა 2 იანვარს მოხდა. ილიკო გურაშვილმა საკუთარი დეიდა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა. ნასვამმა დისშვილმა დეიდას ფული სთხოვა და უარის მიღების შემდეგ მოკლა.

გამოძიების მიხედვით, სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში მკვლელობა მიმდინარე წლის 2 იანვარს მოხდა. ილია გურაშვილმა საკუთარ დეიდას, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

„ი.გ. გარდაცვლილის კუთვნილ 800 ლარს, 1100 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - აღნიშნულია განცხადებაში.   

სამართალდამცველებმა გურაშვილი ცხელ კვალზე, 3 იანვარს დააკავეს. დაკავების შემდეგ მან ბრალი აღიარა. ჩხრეკისას მას მოპარული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა აღმოაჩნდა.

გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით) და 177-ე (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლებით.

119
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1119)
ექიმი სინჯავს ცხვირის მდგომარეობას

ცხვირის ძგიდის გამრუდება: რა შემთხვევაშია საჭირო ოპერაცია?

0
(განახლებულია 11:38 23.09.2020)
გარდა იმისა, რომ ცხვირის ძგიდის გამრუდება შეიძლება თანდაყოლილი იყოს, ეს შესაძლოა დარტყმის შედეგადაც მოხდეს, – ამბობენ ექსპერტები.

ხშირად ადამიანებს, რომლებსაც გამრუდების სიმპტომები უვლინდებათ, აღარც კი ახსოვთ, როდის და რას მიარტყეს ცხვირი — ეს შეიძლება რამდენიმე წლის წინაც მომხდარიყო. საქმე ისაა, რომ ხრტილები ასაკთან ერთად უფრო მყიფე ხდება და სიმრუდეც ძლიერდება.

რა პრობლემებს ქმნის ძგიდის გამრუდება?

ძგიდე იჭერს ცხვირის კედლებს. მათი შეშუპების დროს სუნთქვა ძნელდება და ხშირად სურდო ჩნდება. ზოგჯერ ცხვირი იმდენად იჭედება, რომ ადამიანს მხოლოდ ერთ გვერდზე შეუძლია ჩაძინება. ცხვირის კედლებზე ზეწოლამ შეიძლება მისი ტკივილი გამოიწვიოს და მერე ეს ტკივილი შუბლზეც გავრცელდეს. გამრუდებული ძგიდის მქონე პაციენტები ხშირად თავის ტკივილსაც უჩივიან.

ირღვევა ჰაერის ნორმალური მოძრაობა. გამრუდებული ძგიდის მხრიდან ჰაერი ძლივს შედის ცხვირის სინუსებში — პატარა ღრუებში, რომლებიც ძვლების შიგნით მდებარეობს. თუ სინუსი არ „განიავდა“, ის შეიძლება ანთებითი გახდეს და ჰაიმორიტი გამოიწვიოს.

ცხვირის ლორწოვანი გარსი თხელდება. მუდმივი წნევა და ანთება აშრობს ლორწოვან გარსს, რაც ზრდის ცხვირის სისხლდენების ალბათობას და სასუნთქ გზებს უფრო დაუცველს ხდის ინფექციების მიმართ.

რთულდება სუნის გარჩევა. ადამიანი სუნს ცხვირის მცირე უბნის წყალობით გრძნობს. გამრუდებული ძგიდის მქონე ადამიანებს, მუდმივი შეშუპების გამო, ხშირად ყნოსვა უუარესდებათ.

როგორ უნდა მოიქცეთ გამრუდებული ძგიდის შემთხვევაში?

  • თუ შემთხვევით გაარკვიეთ, რომ ძგიდე მრუდია, მაგრამ ეს არ იწვევს რაიმე სიმპტომებს და არ გირთულებთ ცხოვრებას, მაშინ სამედიცინო მანიპულაციები საჭირო არ არის;
  • თუ გაქვთ სურდო, ძილის პრობლემები, სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, რომელმაც სუნთქვის გასაადვილებლად შეიძლება მედიკამენტები დანიშნოს. ჩვეულებრივ, ეს არის მარილიანი ხსნარი და წვეთები, ან ტაბლეტები შეშუპების მოსახსნელად. ექიმს ასევე შეუძლია ანტიჰისტამინური საშუალებების ან კორტიკოსტეროიდული სპრეის დანიშვნა. ეს საშუალებები ცხვირში გაჭედვას ხსნის, მაგრამ პრობლემის ძირეულ მიზეზს ვერ აგვარებს;
  • თუ ძგიდე მნიშვნელოვნად აფერხებს ცხოვრების ხარისხს, ექიმი სეპტოპლასტიკისკენ გადაგამისამართებთ. ეს არის კლასიკური ოპერაცია ძგიდის გასასწორებლად. ქირურგი ხრტილის ან ძვლის მრუდე ნაჭერს იღებს და ძგიდეც შუახაზზე დგება.

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ცხვირის ფორმა შეიძლება შეიცვალოს, თუ გამრუდება ძალიან ძლიერი იქნება. 

0
თემები:
სასარგებლო რჩევები