საპატრულო პოლიცია

„დარიალის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან ორი ადამიანი მოკლეს

134
(განახლებულია 21:57 15.09.2020)
გარდაცვლილის შვილმა მამის მკვლელობის გამო შური იძია და ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით რუსეთის მოქალაქე მოკლა.

თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ყაზბეგში რუსეთის მოქალაქე 40 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, შემთხვევა 14 სექტემბერს მოხდა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალის" მიმდებარე ტერიტორიაზე. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა, 39 წლის მამაკაცმა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 64 წლის კაცს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარის შემდეგ გარდაცვლილის შვილმა შურისძიების მოტივით ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა ეს მამაკაცი.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

134
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1126)
სასწრაფო დახმარება

კასპში ხარმა თავისი პატრონი მოკლა

236
(განახლებულია 20:32 27.09.2020)
ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი ხარი საძოვარზე წაიყვანა, რამდენიმე ხნის შემდეგ მისი ცხედარი მწყემსმა იპოვა

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში უბედური შემთხვევა მოხდა - ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარმა ხარმა მოკლა.

ტელეარხ Formula-ს მონაცემებით, ახალგაზრდას ხარი საძოვარზე ჰყავდა გაყვანილი. გარკვეული დროის შემდეგ მისი ცხედარი მწყემსმა იპოვა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

236
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიციის ლენტი

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

103
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა დღეს მოხდა. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე ფაქტზე ჯერჯერობით არავინ არ დაუკავებიათ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ირანის მოქალაქეა და დადიანის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. მისი დაჭრა კი ადგილობრივებთან სიტყვიერი კონფლიქტის შედეგად მოხდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

103
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1126)
ლევან გოგიჩაიშვილი

ლევან გოგიჩაიშვილი კორონავირუსისგან განიკურნა

0
(განახლებულია 11:53 28.09.2020)
ლევან გოგიჩაიშვილმაც და მისმა მეუღლე ვიკა ბუკიამაც მკურნალობის კურსის შემდეგ ჩაიტარეს ტესტი და პასუხი უარყოფითია

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ტელეარხ „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ვიკა ბუკია კორონავირუსისგან განიკურნენ. ამის შესახებ ბუკიამ თავის Facebook–გვერდზე დაწერა.

„უარყოფითიო, ხალხნო, უარყოფითია ორივე! მორჩა კორონა:) დავამარცხეთ!“ – წერს ბუკია.

უფრო ადრე გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ დაავადება მასაც და მის მეუღლესაც მსუბუქ ფორმაში აქვთ. უფრო მეტიც, როდესაც დეპუტატის მეუღლეს აღმოაჩნდა ვირუსი, მას სიმპტომები საერთოდ არ ჰქონდა.

გოგიჩაიშვილს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდგინდა. ამის შემდეგ პარტიას „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“, რომლის პოლიტიკური მდივანიც ის არის, წინასაარჩევნო კამპანიაში პაუზის აღება მოუწია.

დეპუტატების შემდეგ აპარატის თანამშრომელი: პარლამენტში ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა>>

ამასთან, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყველა პირი, რომელთანაც გოგიჩაიშვილს ჰქონდა კონტაქტი 5 სექტემბერის შემდეგ, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს და ყველას ჩაუტარეს ტესტი კორონავირუსზე.

კორონავირუსზე მკურნალობას განაგრძობს პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი გედევან ფოფხაძე.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში