15 ათას კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი: დაკავებულია ერთი პირი

© Investigation Service of the Ministry of Financeკონდრაბანდული სიგარეტი
კონდრაბანდული სიგარეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველების მიერ ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 61 500 ლარს აღემატება.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა–გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 15 013 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო სავარაუდო ღირებულება 61 500 ლარს აღემატება.

გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0