საგარეო საქმეთა სამინისტრო

თურქეთში მოკლულ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში უახლოეს საათებში გადმოასვენებენ

286
(განახლებულია 21:49 14.09.2020)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენება დღეს გვიან ან ხვალ მოხდება

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის სამშობლოში  გადმოსვენების საკითხზე აქტიურად მუშაობს, იუწყება პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდიზე დაყრდნობით.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტამბოლში საკუთარი ცოლი, სავარაუდოდ, მისმა ქმარმა მოკლა, თუმცა დეტალები უცნობი იყო. მოკლულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ხშირად ხდებოდა, მაგრამ შვილების გამო ქალი ყველაფერს იტანდა. ცოლ-ქმარს შორის წარსულში არსებულ დაპირისპირებას უარყოფენ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ირაკლი შურღაიას ოჯახის ნათესავები და ამბობენ, რომ მათთვის უცნობია დანაშაულის მოტივი.

გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა და პირველადი მონაცემებით, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამ დანაშაულში ეჭვმიტანილია საქართველოს მოქალაქე, თუმცა ჯერჯერობით ამის თაობაზე დაზუსტებული მონაცემები თურქეთს არ გამოუქვეყნებია. გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაშია და აქტიურად ვმუშაობთ, რათა დროულად მოხდეს გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენება“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენება დღეს გვიან ან ხვალ მოხდება.

286
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (247)
დაკავება

ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

28
(განახლებულია 12:25 28.09.2020)
ბრალიდ დამტკიცების შემთხვევაში ორივე დაკავებულს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ურთიერთშელაპარაკების მიზეზი

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე  ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, 27 სექტემბერს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნაძალადევის რაიონში ცოტნე დადიანის ქუჩაზე ირანელი მამაკაცი  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა  და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ინციდენტის დროს  ბრალდებულთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც ირანის მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით პატიმრობას.

28
სასწრაფო დახმარება

კასპში ხარმა თავისი პატრონი მოკლა

246
(განახლებულია 20:32 27.09.2020)
ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი ხარი საძოვარზე წაიყვანა, რამდენიმე ხნის შემდეგ მისი ცხედარი მწყემსმა იპოვა

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში უბედური შემთხვევა მოხდა - ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარმა ხარმა მოკლა.

ტელეარხ Formula-ს მონაცემებით, ახალგაზრდას ხარი საძოვარზე ჰყავდა გაყვანილი. გარკვეული დროის შემდეგ მისი ცხედარი მწყემსმა იპოვა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

246
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ქართული პური, თხილეული და ყვავილები

მეხსიერების გასაუმჯობესებლად საჭირო პროდუქტი: ვიტამინები ტვინისათვის

0
(განახლებულია 14:20 28.09.2020)
ხშირად გვესმის, რომ ასაკის მატებასთან ერთად, მეხსიერების მდგომარეობა უარესდება. არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთა გათვალისწინების შედეგად, ტვინის, განსაკუთრებით კი მეხსიერების ფუნქციონირება უმჯობესდება.

ფიზიკური ვარჯიში, საკმარისი დროით ძილი, ჯანსაღი კვება - ამ ყველაფრის გათვალისწინებით ადამიანი ხანგრძლივად ინარჩუნებს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას. შემოგთავაზებთ რამდენიმე პროდუქტს, რომელიც  ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს.

ნიგვზის ლებნები უღლით
ნიგვზის ლებნები უღლით

ნიგოზი

მისი საშუალებით, უამრავ დაავადებას მკურნალობენ. კაკლის შემადგენლობაში შედის ფლავინოიდები, გლიკოზიდები, C ვიტამინი, კაროტინი, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და სხვა. კაკლის გული მდიდარია E ვიტამინით, მაგნიუმით და კალიუმით. ასევე, მასში შედის რკინა, სპილენძი, კობალტი, თუთია და ვიტამინი B6.

ნიგოზი ტვინის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს. მასში შემავალი ომეგა-3 და ცხიმოვანი მჟავები, ტვინის უჯრედების ფორმირებაში არიან ჩართულნი. დღეში 1-2 ნიგოზიც კი საკმარისია, თქვენი ჯანმრთელობისთვის და ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ნუში
© CC0 / Pixabay
ნუში

ნუში

დაუყონებლივ უნდა შეიყვანოთ ნუში თქვენს რაციონში, ვინაიდან მისი მიღება დადებითად იმოქმედებს თქვენს მეხსიერებაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე. ნუში აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, შეიცავს ისეთ ვიტამინებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ხორცის შემცველობაში შედიან.

ის მდიდარია მცენარეული ცხიმებით, E ვიტამინით, რომელთა გარეშეც ადამიანის ორგანიზმი უენერგიო და ძალიან გამოფიტული იქნება. ასევე, ნუში მდიდარია პროტეინებით, სპილენძით და B2 ვიტამინით. ამ კონცენტრაციის წყალობით ნუშს ენერგიის წყაროს უწოდებენ.

არაქისი
არაქისი

მიწის თხილი

მიწის თხილის 40-60% მცენარეული ცხიმია, 20-37% - ცილა. ის შეიცავს უნიკალურ ამინომჟავებს, ვიტამინებს – A, D, E, В1, В2, РР, Е, ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას, მცენარეულ ზეთებსა და სხვა მიკროელემენტებს.

არაქისს ტვინის საკვებს უწოდებენ, რადგან მასში შედის ვიტამინი B3, რომელიც ტვინს მუშაობაში ეხმარება და ასევე კარგია მეხსიერების გაუმჯობესებისთვის.

ამ ყველაფრის მიუხედავად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიწის თხილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ალერგენია. გარდა ამისა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის ნამდვილად ხარისხიანია და სწორედ ამის მერე დავიწყოთ მისი მიღება.

შემწვარი თევზის კერძი
© CC0 / Pixabay
შემწვარი თევზის კერძი

თევზი

იმისთვის, რომ მეხსიერება კარგ ფორმაში იყოს ხშირად  მიირთვით თევზი, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს ომეგა-3-ს. ის ხელს უწყობს ტვინის უჯრედებს შორის სიგნალების მიწოდებას.

თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს და მინერალებს. შეეცადეთ მიიღოთ ორი ულუფა თევზი კვირის განმავლობაში, რომლიდანაც ერთი ულუფა იქნება ცხიმიანი თევზი.

ლურჯი მოცვი
© CC BY-SA 2.5 / Wikipedia / Vaccinium uliginosum
ლურჯი მოცვი

კენკრა

ყველა კენკრა შეიცავს ანთიოცინებს, რომელიც ტვინის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. თუ თქვენ კვირის განმავლობაში საშუალოდ მიიღებთ ერთ ან მეტ ულუფა კენკრას, შემეცნებითი დაბერების პროცესი 2, 5 ჯერ უფრო ნელა წარიმართება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

0
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე