მკვლელობა გორში - ახალგაზრდა მამაკაცი გამვლელების თვალწინ გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ ქუჩის მცხოვრებლები, სადაც მკვლელობა მოხდა, ამბობენ, რომ არ იცნობენ მოკლულს. ის შემთხვევის ადგილზე ავტომობილით მივიდა, შემდეგ რა მოხდა, არ იციან

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. გორში ანწუხელიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა, იუწყება Rustvai2.

მოკლულია 30 წლამდე მამაკაცი.

ანწუხელიძის ქუჩის მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ მოკლული მათ ქუჩაზე არ ცხოვრობს. მათ ხმაური არ გაუგიათ, თუმცა ბევრმა დაინახა მამაკაცი, რომელიც მიწაზე იწვა და გვერდში დანა ჰქონდა ჩარტყმული.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი წაიქცა და ადგილზე დაიღუპა. ისინი ამბობენ, რომ ის შემთხვევის ადგილზე ავტომობილით მივიდა, შემდეგ რა მოხდა, არ იციან.

ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0