შატილი

შატილის გზაზე დაშავებულების მგომარეობა გაუმჯობესდა

92
ასეთ ადამიანებზე ამბობენ - იღბალი ჰქონია. საშინელ ავარიაში დაშავებულები ხელოვნური სუნთქვის აპარატებიდან მოხსნეს, ისინი დამოუკიდებლად სუნთქავენ

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. შატლის გზაზე დაშავებულები თავს უკეთ გრძნობენ - ისინი ხელოვნური სუნთქვის აპარატებიდან მოხსნეს, განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.

23 აგვისტოს ხევსურეთის გაზე ავტოავარიის შედეგად საექსკურსიო მიკროავტობუსი, რომელშიც 20 მგზავრი იმყოფებოდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის მძღოლი და გიდი.

„შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ხელოვნურ სუნთქვაზე აღარ არიან. ჩვეულებრივ სპონტანურ სუნთქვაზე არიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურები და ადეკვატურები არიან“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

მისი თქმით, სამი დაშავებულიდან ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, ერთის კი მძიმეა.

ავარიაში დაღუპულების უმრავლესობა 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. იმ საბედისწერო დღეს ისინი შატილში ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ. ავარიის მიზეზები შესწავლა დღემდე მიმდინარეობს.

 

92
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1789)
პატრული

ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

39
(განახლებულია 12:19 23.09.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნარკორეალიზატორებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

 

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ფონიჭალის დასახლებაში  11 ნარკორეალიზატორი დააკავეს, იუწყება შინგან საქმეთა სამინისტრო. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“,  თანხა და მობილური ტელეფონები ამოიღო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  დაკავებულებს  8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

39
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში
ოქროს ნაკეთობები

თურქეთის მოქალაქეს საქართველოში არადეკლარირებული ძვირფასეულობა შემოჰქონდა

31
(განახლებულია 15:45 23.09.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის" გავლით მალულად შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. უწყების ცნობით, ამოღებულია 300 გრამამდე ძვირფასეულობა, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 35 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

31
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ფარმაკოლოგიური ლაბორატორია

რევოლუციური გარღვევა: აღმოჩენილია ბუნებრივი ანტიბიოტიკი

0
(განახლებულია 14:38 23.09.2020)
ახლად აღმოჩენილი ანტიბიოტიკი პერსპექტიულია როგორც დამოუკიდებელი სამკურნალო საშუალება და ასევე როგორც კომპლექსური პრეპარატების ელემენტი

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს უნივერსალური ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც წამლის მიმართ პათოგენების რეზისტენტობას (გამძლეობას) ძლევს. კვლევის ტექსტი გამოქვეყნდა ჟურნალ Applied Biochemistry and Microbiology-ში.

ავტორები ირწმუნებიან, რომ აღმოჩენილი ნივთიერება ემერიცილიფსინ  A ხელს შეუწყობს  ბაქტერიებითა და სოკოებით გამოწვეულ ინფექციურ დაავადებათა უმრავლესობასთან ეფექტურ ბრძოლას როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში.

როგორც ნაშრომის ავტორებმა განმარტეს, შესწავლილი ნივთიერების მთავარი თერაპიული მახასიათებელია ზემოქმედების უნივერსალობა. ემერიცილიფსინ  A-სგან დაუცველია ბაქტერიების არა მხოლოდ MDR და XDR ფორმები, არამედ პრაქტიკულად ნებისმიერი პათოგენური ეუკარიოტი, მაგალითად, მიცელარული სოკოები და საფუარი.

მეცნიერების თქმით, პათოლოგიებს შორის, რომლებიც ემერიცილიფსინ A- ს ბრძოლის საშუალებას მისცემს, არის სიმსივნეები, ასევე ყველა სახის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები.

ემერიცილიფსინი A, ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტების აზრით, პერსპექტიულია როგორც დამოუკიდებელი სამკურნალო საშუალება, ისე როგორც კომპლექსური პრეპარატების ელემენტი. თერაპია შეიძლება ჩატარდეს ან ინექციების საშუალებით, ან ადგილობრივად — დაზიანებული ქსოვილის პირდაპირი დამუშავების გზით.

მომავალში, მეცნიერთა გუნდი უჯრედულ მოდელებთან მუშაობიდან პრეპარატის ლაბორატორიულ გამოკვლევებზე გადასვლას აპირებს.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება