ელექტრონული სამაჯური

ოჯახური ტირანებისთვის ელექტრონული სამაჯურები მოქმედებაშია: ვინ იყო პირველი

65
(განახლებულია 18:38 12.09.2020)
პირველ კანონდამრღვევს სამაჯური უკვე დაუმაგრეს და ახლი ყველა მისი გადაადგილება მკაცრად კონტროლდება.

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. პირველი ოჯახური ტირანი, რომელსაც მისი გადაადგილების გასაკონტროლებლად ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს, გახდა 35 წლის მამაკაცი, რომელმაც თავის მეუღლეს სცემა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ელექტრონული სამაჯურების გამოყენება შემაკავებელი ორდერის პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოში 1 სექტემბერს ამოქმედდა.

შსს-ს მონაცემებით, პირველმა ასეთი სამაჯური „მოირგო“ მარნეულის მკვიდრმა, რომელიც ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა თავის მეუღლეს, შემდეგ კი მას მოკვლით დაემუქრა.

ოჯახური ძალადობისა და მუქარის საქმის გამოძიების ფარგლებში მას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და ფეხზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს.

ახლა ყველა მისი გადაადგილება მკაცრად კონტროლდება. თუ ის სამაჯურის მოშორებას შეეცდება, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უკვე ახალი მუხლით დაემუქრება.

65
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1126)
სასწრაფო დახმარება

კასპში ხარმა თავისი პატრონი მოკლა

238
(განახლებულია 20:32 27.09.2020)
ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი ხარი საძოვარზე წაიყვანა, რამდენიმე ხნის შემდეგ მისი ცხედარი მწყემსმა იპოვა

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში უბედური შემთხვევა მოხდა - ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარმა ხარმა მოკლა.

ტელეარხ Formula-ს მონაცემებით, ახალგაზრდას ხარი საძოვარზე ჰყავდა გაყვანილი. გარკვეული დროის შემდეგ მისი ცხედარი მწყემსმა იპოვა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

238
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიციის ლენტი

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

103
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა დღეს მოხდა. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე ფაქტზე ჯერჯერობით არავინ არ დაუკავებიათ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ირანის მოქალაქეა და დადიანის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. მისი დაჭრა კი ადგილობრივებთან სიტყვიერი კონფლიქტის შედეგად მოხდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

103
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1126)
ხაჭო

ხაჭო მამაკაცურ პოტენციას ამაღლებს: რეკომენდაციები ცნობილი პროფესორისგან

0
(განახლებულია 11:58 28.09.2020)
პროფესორი განმარტავს, რა სარგებლობა მოაქვს ხაჭოს და რატომაა მავნებელი ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტები

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ხაჭო დადებითად მოქმედებს მამაკაცურ ჯანმრთელობაზე, ებრძვის შემოდგომის დეპრესიას და აუმჯობესებს განწყობას, აცხადებს პროფესორი ალექსეი ბუევეროვი.

„არსებობს მონაცემები, რომ ხაჭოს, მასში შემავალი მიკროელემენტების წყალობით, შეუძლია პოზიტიური გავლენა მოახდინოს მამაკაცის პოტენციაზე. ამასთან არსებობს მციფრე კვლევა, რომ რეგულარული მიღების შემთხვევაში, ხაჭოს შეუძლია აამაღლოს განწყობა და დაგეხმაროთ შემოდგომის დეპრესიასთან ბრძოლაში“, — აღნიშნა პროფესორმა.

მისი თქმით, ხაჭო მდიდარია სასარგებლო ნივთიეწრებებით , ცილებითა და ცხიმებით და მცირე რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს. გარდა ამისა, მასში შედის ისეთი მიკროელემენტები, როგორებიცაა: კალციუმი, მაგნიუმი და თუთია.

ამასთან ბუევეროვი განმარტავს, რომ ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტების მავნებლობა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი.

„სჯობს, მიირთვათ ნაკლები და ნორმალური ცხიმიანობის ხაჭო — 5 ან 9 პროცენტიანი. ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტებისგან მავნებლობა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი. როდესაც ადამიანი ცხიმებს საკმარისი რაოდენობით არ იღებს, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ირღვევა და იწყება ცხიმების დაგროვება. მეორეც: ცხიმგამოცლილი პროდუქტები უგემურია და ამიტომ მწარმოებელი მათში შაქარს ან შაქრის შემცვლელს ამატებს. ეს კი მავნებელია როგორც ნახშირწყების ცვლის, ისე სხეულის მასის მატების კუთხით. შეუძლია დიაბეტის განვითარებაც კი გამოიწვიოს, თუ ადამიანი ამისადმი გენეტიკურადაა მიდრეკილი“, — დააზუსტა პროფესორმა.

მისი თქმით, ხაჭოს დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს.

 

0
თემები:
სასარგებლო რჩევები