უბისა-შორაპნის გზაზე სამშენებლო კომპანიის სპეციალისტი დაშავდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პაციენტს გულმკერდისა და თავის არე აქვს დაზიანებული.

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების მწარმოებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაშავებული 60 წლის მამაკაცი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პაციენტს გულმკერდისა და თავის არე აქვს დაზიანებული. მედიკოსი ვარაუდობს, რომ მშენებელს ჯიბეში დეტონატორი (ასაფეთქებელი ნივთიერება) ედო.

„პაციენტს თავზე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, მაგრამ უკიდურესად მძიმეა“, – განაცხადა საერთაშორისო სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა კახა ნურალიძემ.

მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება.

 

ყველა ახალი ამბავი
0