დაკავება

სამეგრელოში პოლიციის უბნის ინსპექტორი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს

80
(განახლებულია 18:21 10.09.2020)
ჩხოროწყუში პოლიციის უბნის ინსპექტორი თავის სიმამრთან ერთად იმ დროს დააკავეს, როდესაც მამაკაცები ავტომობილში უაქციზო სიგარეტს აწყობდნენ

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორი სიმამრთან ერთად იმ დროს დაკავეს, როცა უაქციზო სიგარეტს მანქანაში აწყობდნენ, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

უბნის ინსპექტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან კოორდინაციით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის გარეშე სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

უწყებაში სხვა დამატებითი დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებენ.

ნიკა ლატარია

80
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1123)
დაკავება

მეტროსადგურ „დიდუბესთან“  სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისთვის ერთი პირი დააკავეს

17
(განახლებულია 11:13 25.09.2020)
დაკავებულ პირს, რომელიც უკანონო საქმიანობას ეწეოდა, სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე  ერთი პირი ამხილეს, იუწყება  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს თბილისის მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები.

უწყების ცნობით, ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ორი სათამაშო აპარატი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

17
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1123)
სასწრაფო დახმარება რუსთავში

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობაზე მუშა დაშავდა

76
(განახლებულია 19:23 24.09.2020)
წინასწარი ინფორმაციით, მუშა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას ამობრუნებულმა ამწემ ქვეშ მოიყოლა.

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. რუსთავში,  სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ მშენებლობაზე მუშა დაშავდა, იუწყება საქართველოს „პირველი არხი“.

სამშენებლო სამუშაოს შესრულებისას ამწე ამობრუნდა და, სავარაუდოდ, მუშა ქვეშ მოიყოლა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, წელიწად-ნახევარში (2018 წელი და 2019 წლის იანვარი-ივნისი) სამუშაო ობიექტებზე დაიღუპა 84 და დაშავდა 270 მუშა.

76
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პალატა

საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

0
(განახლებულია 11:32 25.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4644-ს მიაღწია,

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge.

გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავამყოფოში იყო მოთავსებული, თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4644-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ კი 836 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში