არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!

დაპირისპირება ბიზნესმენებს შორის: ერთი პირი კომატოზურ მდგომარეობაშია

136
(განახლებულია 16:01 10.09.2020)
მამაკაცს ქალა-ფუძის მოტეხილობა და სხვა დაზიანებები აღენიშნება, მას უკვე ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდში თხილის ბიზნესში მონაწილე პარტნიორებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს შუახნის მამაკაცი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება თხილის ქარხანასთან მოხდა. მამაკაცს დაზიანებები, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში აქვს მიყენებული.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

„მამაკაცს ქალა-ფუძის მოტეხილობა და სხვა დაზიანებები აღენიშნება, მას უკვე ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. ამჟამად პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

136
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1789)
პატრული

ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

36
(განახლებულია 12:19 23.09.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნარკორეალიზატორებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

 

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ფონიჭალის დასახლებაში  11 ნარკორეალიზატორი დააკავეს, იუწყება შინგან საქმეთა სამინისტრო. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“,  თანხა და მობილური ტელეფონები ამოიღო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  დაკავებულებს  8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

36
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში
ოქროს ნაკეთობები

თურქეთის მოქალაქეს საქართველოში არადეკლარირებული ძვირფასეულობა შემოჰქონდა

31
(განახლებულია 15:45 23.09.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის" გავლით მალულად შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. უწყების ცნობით, ამოღებულია 300 გრამამდე ძვირფასეულობა, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 35 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

31
თემები:
კრიმინალი საქართველოში
სტეფანე მღებრიშვილი

„მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალთან“- სტეფანე მღებრიშვილი მაკა ასათიანთან ერთად გამოჩნდა

0
(განახლებულია 13:21 23.09.2020)
ცნობილი დიზაინერი მაკა ასათიანი თბილისში სტუმრობისას თინეიჯერობის მეგობრებს შეხვდა. როგორ გამოიყურებიან წლების შემდეგ სტეფანე და მაკა?

მსოფლიოს მუსიკალური ინდუსტრია ცნობილი არტისტების ვიზუალითაა დაინტერესებული. ვარსკვლავების უმეტესობა პლატიკურ ქირურგიას დაუფიქრებლად თანხმდება - შედეგიც სახზეა. სელებრითები ბუნებრივ სილამაზეს ხელოვნურ გარეგნობაში ერთი ხელის მოსმით ცვლიან. თუმცა, ქართველ ვარსკვლავებს შორის გამონაკლისებიც არიან. ერთ-ერთია მაკა ასათიანი - ელეგანტური, მუდამ საუცხოოდ გამოწყობილი, რომელზეც ვერავინ იტყვის, რომ ცნობილი ქალბატონი უკვე ბებიაა. ის, სულ ცოტა ხნის წინ სტეფანე მღბრიშვილთან ერთად ერთ-ერთ საღამოზე გამოჩნდა.

მიუხედავად ცხოვრებისეული ტრაგედიებისა, მაკა ასათიანი შინაგან სილამაზეს არ კარგავს. მის მშვენებას დრო ვერ ცვლის, ვერც განვლილი ცხოვრება და ტკივილი. ცნობილია, რომ მაკა ასათიანს წლების წინ ჯერ მამა – კახი ასათიანი მოუკლეს, მოგვიანებით კი საყვარელი კაცი – ცნობილი კალათბურთელი დუდუ დადიანი. მაკას პირადმა ცხოვრებამ და შინაგანმა სამყარომ დიდი გარდატეხა განიცადა. საზოგადოება მის მუდამ შავ ჩაცმულობას სწორედ ცხოვრებისეულ განვლილ ეტაპებს უკავშირებს.

მაკა ასათიანს მერაბ ჟორდანიასგან ორი ვაჟი – კახი და ლევან ჟორდანიები ჰყავს. მათ სიყვარულზე ქალაქში ლეგენდებს ჰყვებოდნენ, მერაბი მაკას ისეთ სიურპრიზებს უწყობდა, ხალხი გაოგნებით ისმენდა და კითხულობდა, მაგრამ მათი ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მოგვიანებით სილამაზის ეტალონი ცოლად კოტე გოგელიამ მოიყვანა. ცნობილია, რომ კოტე გოგელია რუსეთსა და შვეიცარიაში მოღვაწე ბიზნესმენია. წყვილს ერთი ვაჟი – კოსტა გოგელია შეეძინა.

View this post on Instagram

❤️

A post shared by ქართველი სელებრითები (@georgiancelebritiesofficial) on

მაკა ასათიანის სილამაზე ყველაზე გულგრილი ადამიანების აღტაცებასაც კი იწვევს. მისი შარმი, ჩაცმის ევროპული სტილი, ნატიფი სხეული, გამორჩეული მანერები 90-იანი წლების თბილისის განხილვის მთავარი თემა იყო. მიუხედავად ახლანდელი მშვიდი ცხოვრებისა, მასზე საუბარს არ წყვეტენ.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება