მაშველები რიონზე

რიონში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

75
(განახლებულია 20:29 09.09.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ახალგაზრდა მდინარის გადაცურვას ცდილობდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ფოთში, მდინარე რიონში მყვინთავებმა გარდაცვლილი მოზარდი იპოვეს, იუწყება „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ახალგაზრდა მდინარის გადაცურვას ცდილობდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.

მოზარდი მარნეულიდან იყო და ფოთში სტუმრად იმყოფებოდა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი მყვინთავი, ერთი ნავი, საფრენი აპარატი დრონი, ორი სკუტერი, ორი კატარღა, აქედან ერთ-ერთი ექოლოტით აღჭურვილი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

75
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1789)
პატრული

ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

28
(განახლებულია 12:19 23.09.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნარკორეალიზატორებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

 

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ფონიჭალის დასახლებაში  11 ნარკორეალიზატორი დააკავეს, იუწყება შინგან საქმეთა სამინისტრო. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“,  თანხა და მობილური ტელეფონები ამოიღო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  დაკავებულებს  8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

28
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში
ოქროს ნაკეთობები

თურქეთის მოქალაქეს საქართველოში არადეკლარირებული ძვირფასეულობა შემოჰქონდა

29
(განახლებულია 11:05 23.09.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მიხედვით,  ბრალდებულმა საბაჟო–გამშვები პუნქტ  „სარფის" გავლით მალულად შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. უწყების ცნობით, ამოღებულია 300 გრამამდე ძვირფასეულობა, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 35 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

29
თემები:
კრიმინალი საქართველოში
PCR–ტესტირება ბათუმში

რთული, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება აჭარის მეთაურმა რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა

0
(განახლებულია 13:07 23.09.2020)
რეგიონი სრულ მზადყოფნაშია, რომ საშიშ ვირუსს შეებრძოლოს, სისტემა გამართულად მუშაობს ყველა დონეზე – მობილიზებულია აჭარის ლოგისტიკური, ლაბორატორიული და ეპიდემიური სიმძლავრეები

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, რეგიონში ყველა უწყება გამართულად მუშაობს, ამიტომ შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობა არ არის, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის ოპერატიული შტაბის სხდომაზე.

ბოლო 24 საათში დარეგისტრირებული კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა.

„დაინფიცირებული პაციენტების მართვის ნაწილში პრიორიტეტს წარმოადგენს კლინიკური მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება. დღეს აჭარაში ჩამობრძანდა მარინა ეზუგბაია. მის კოლეგებთან ერთად ჩვენ უკვე გავაგრძელებთ ყველა კოვიდ-მართვის კლინიკასთან აქტიურ კომუნიკაციას“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში სრულად არის მობილიზებული ლოგისტიკური, ლაბორატორიული და ეპიდემიური სიმძლავრეები, ადამიანური და ტექნიკური რესურსები.

„არ იგეგმება რამე სახის მძიმე შეზღუდვების დაწესება... ახლა მოვიდა დრო, როცა უნდა მოვახდინოთ ვირუსის მართვა და ადაპტაცია... ეპიდვითარების ლოკალიზება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთიანობით, სოლიდარობით და მოქალაქეების მაქსიმალური პასუხისმგებლობით. ამას ემატება ჯანდაცვის სექტორიც, რომელიც გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ეფექტურად მართოს ეს პროცესები. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ სისტემა გამართულად მუშაობს, კიდევ უფრო მზარდი დინამიკის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს უპატრონოდ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

გაქვთ თუ არა კორონავირუსი: მსურველებს თბილისში COVID–19–ზე ტესტის ჩატარება შეუძლიათ>>

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, იმის იმედი, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება, არ უნდა გვქონდეს.

როგორც მან აღნიშნა, შემდგომი დინამიკა მთლიანად მოსახლეობაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანები არ დაიცავენ დადგენილ წესებს, შემთხვევების რაოდენობა არ შემცირდება.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში