მეწყერი

ცაგერში ჩამოწოლილმა მეწყერმა ორი ავტომობილი მოიყოლა

72
(განახლებულია 19:54 09.09.2020)
ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. უამინდობის გამო ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შემთხვევა სოფელ ლაშიჭალაში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველების სამი ეკიპაჟი. მათ ავტომობილები მეწყრული მასისგან გაათავისუფლეს. ავტომობილების დეტალური შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. სოფელ ლაშიჭალაში იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

 

72
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)
დაკავება

ბიზნეს–დავა და ოთხი დაკავებული: შსს საქმის დეტალებს ასაჯაროებს

52
(განახლებულია 13:15 21.09.2020)
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს CZ-ს მარკის ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, ორი აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის სამი ხელკეტი და 68 ათას 900 დოლარი

 

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik. სამართალდამცველებმა  თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს–საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცველებმა ერთ–ერთი ბრალდებულის  კუთვნილი  LEXUS GX-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს CZ-ს მარკის ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, ერთი  დანა, ბეისბოლის სამი ხელკეტი და 68 ათას 900 დოლარი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით და 181-ე და 150-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას, გამოძალვასა და იძულებას გულისხმობს და ითვალისწინებს შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

52
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ციხის პერიმეტრი

მკვლელობა ხაშურში: თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული მენეჯერი პატიმრობაშია

79
ყოფილი თანამშრომელი სახელფასო დავალიანების გადახდას მოითხოვდა. ოფისში აგრესიული შეჭრა მკვლელობით დასრულდა

თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი კოლეგის მკვლელობაში ბრალდებულ მენეჯერს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ხაშურში პარასკევს საღამოს მოხდა. სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიაში სახელფასო დავალიანების გადახდის მოთხოვნით მივიდა ყოფილი თანამშრომელი და ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს დანით დაემუქრა. მუქარებზე საპასუხოდ მენეჯერმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 40 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

დღევანდელი პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

79
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ცესკოს შენობა

როგორ ჩატარდება არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცესკომ წესები დაადგინა

0
(განახლებულია 16:20 21.09.2020)
ცესკოს დადგენილებით რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენებისა და სხვა წესები.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ცესკომ (ცენტრალური საარჩევნო კომისია) საპარლამენტო არჩევნების დღისთვის, მსოფლიოსა და ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიიდან გამომდინარე, ეპიდემიური პროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც განსაზღვრავს ამომრჩევლებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეების სანიტარიულ–ჰიგიენურ წესებს კენჭისყრის პერიოდში.

ეთიკა პოლიტიკოსებისთვის - ცესკომ პარტიებს სპეციალური კოდექსი შეუდგინა>>

ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

თერმოსკრინინგის გავლა კენჭისყრის შენობაში შესვლამდე სავალდებულოა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის. თუ პირს დაუფიქსირდება 37°С, ან უფრო მეტი ტემპერატურა, ის საარჩევნო უბანზე არ დაიშვება. თუ მაღალი ტემპერატურის გამო კენჭისყრის შენობაში არ იქნა დაშვებული ან კენჭისყრის შენობა დატოვა პარტიის მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, პარტიას აქვს უფლება, მის ნაცვლად დაუყონებლივ დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრი.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები შენობაში შესვლამდე ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

ხელის ჩამორთმევისა და გადაკოცნის გარეშე: დეპუტატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ>>

კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან განთავსებული იქნება დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ასევე საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ზედაპირებს, რომლებზეც ხშირად ხდება შეხება, სათანადო წესით ჩაუტარდეს დეზინფექცია (სამ საათში ერთხელ ან დაბინძურების მიხედვით), ხოლო საარჩევნო უბნები შეძლებისდაგვარად განიავდეს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ფარული კენჭისყრის კაბინები ისე მოეწყობა, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. 

რაც შეეხება ამომრჩეველს, მათთვის შემდეგი წესები იმოქმედებს:

ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე.

ამომრჩეველს კენჭისყრის პერიოდში პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევს – იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. პირბადის გამოყენებაზე გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ პირებისთვის ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, ამ შემთხვევაში აღნიშნულმა პირმა სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს.

საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე კონკურსანტებს COVID-19 დაუდასტურდა>>

ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური კალმისტრით, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ უნდა განათავსოს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვოს საარჩევნო უბანი.

სანიტარიულ–ჰიგიენურ წესები საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების, საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეებისთვის შეიმუშავა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

საარჩევნო ადმინისტრაცია იზრუნებს, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ. ამისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიაა დაგეგმილი.

„ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასათვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს“, – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020