დაკავება

ფონიჭალაში 16 და 17 წლის ძმები დაჭრეს: დაკავებულია 19 წლის მამაკაცი

559
(განახლებულია 11:47 06.09.2020)
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბოროტმოქმედს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ფონიჭალაში 16 და 17 წლის ძმები დაჭრეს არიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდები საცხოვრებელი სახლის წინ, ქუჩაში მათივე მეგობარმა დაჭრა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კონფლიქტის მიზეზი მათთვის უცნობია.

მათივე თქმით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახლახან შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცხელ კვალზე დაკავებულია 19 წლის ეჭვმიტანილი.

რაც შეეხება დაჭრილ ძმებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დაჭრილებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება სამკურნალო დაწესებულებაში გაეწიათ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-109 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

559
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1114)
დაკავება

ბიზნეს–დავა და ოთხი დაკავებული: შსს საქმის დეტალებს ასაჯაროებს

28
(განახლებულია 13:15 21.09.2020)
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს CZ-ს მარკის ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, ორი აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის სამი ხელკეტი და 68 ათას 900 დოლარი

 

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik. სამართალდამცველებმა  თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს–საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცველებმა ერთ–ერთი ბრალდებულის  კუთვნილი  LEXUS GX-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს CZ-ს მარკის ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, ერთი  დანა, ბეისბოლის სამი ხელკეტი და 68 ათას 900 დოლარი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით და 181-ე და 150-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას, გამოძალვასა და იძულებას გულისხმობს და ითვალისწინებს შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

28
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1114)
ციხის პერიმეტრი

მკვლელობა ხაშურში: თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული მენეჯერი პატიმრობაშია

79
ყოფილი თანამშრომელი სახელფასო დავალიანების გადახდას მოითხოვდა. ოფისში აგრესიული შეჭრა მკვლელობით დასრულდა

თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი კოლეგის მკვლელობაში ბრალდებულ მენეჯერს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ხაშურში პარასკევს საღამოს მოხდა. სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიაში სახელფასო დავალიანების გადახდის მოთხოვნით მივიდა ყოფილი თანამშრომელი და ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს დანით დაემუქრა. მუქარებზე საპასუხოდ მენეჯერმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 40 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

დღევანდელი პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

79
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1114)
სამაშველო ოპერაცია მდინარეზე

მყვინთავ მაშველებს ხელფასები გაუორმაგდათ

0
(განახლებულია 14:12 21.09.2020)
აღნიშნული სიახლეები მყვინთავ მაშველებს საგანგებო სიტუაციებზე მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა გააცნო

თბილისი, 21  სექტემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული სიახლე მყვინთავ მაშველებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სახანძრო-სამაშველო ძალების უფროს დავით სუხიშვილთან და განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროს ავთო თუთისანთან ერთად გააცნო.

„განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაყოფილებები. მასში გაერთიანდებიან მყვინთავი მაშველები. დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას. ასევე, მყინთავ მაშველებს ხელფასი გაეზრათ 100 პროცენტით“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, ხელფასის გაზრდა მყვინთავთა რთული პროფესიის გათვალისწინებით მოხდა.

 მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კიდევ გაგრძელდება რეფორმები, რომლებიც მაშველების სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

შეხვედრას დისტანციურად დაესწრნენ დასავლეთ საქართველოს განყოფილების მყვინთავი მაშველები.

0