ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი – პროკურატურამ ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა

© photo: Sputnik / Alexander ImedashviliГлавная прокуратура Грузии
Главная прокуратура Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტიზის შედეგები მიუთითებს, რომ 23 წლის გოგონამ ძლიერი სამკურნალო პრეპარატების დიდი რაოდენობის მიღებით თავი მოიკლა.

თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში ტკივილგამაყუჩებელი, ჰიპოტენზიური და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები აჩვენა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.

გოგონას ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტები დასაშვებ ნორმას ასჯერ აღემატება. ამავე დროს, ერთობლივად მიღებისას ეს მედიკამენტები ორგანიზმზე უარყოფით ზეგავლენას აძლიერებს.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
რატომ არ ჩაერთო ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში FBI? პროკურატურის განმარტება

ქიმიური ექსპერტიზის თანახმად, ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტები შეესაბამება იმ წამლების შეფუთვებს, რომლებიც დაღუპული გოგონას ავტომობილში აღმოაჩინეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს Google-ის სერვისით ეძებდა გარკვეულ მედიკამენტებს: „საძილე აბები ურეცეპტოდ“, „სად იყიდება ფსიქოტროპული აბები ურეცეპტოდ“. საძიებო სერვისის მეშვეობით გოგონამ ამ ტიპის მედიკამენტები და მათი ანოტაციები იპოვა.

ამავე დღეს ბაჩალიაშვილი თავისი პირადი ავტომობილით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე, სადაც რამდენიმე ქსელურ აფთიაქში დიდი რაოდენობის – 150-ზე მეტი აბი სხვადასხვა მედიკამენტი შეიძინა.

ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ გარდაცვლილის ავტომობილის ზედაპირსა და პირად ნივთებზე აღმოჩენილი გენეტიკური მასალა თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილზე მექანიკური ზემოქმედების კვალი არ აღმოჩნდა>>

ტრასოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, თამარის ტანსაცმელზე არ არის აღმოჩენილი დაზიანებები ან ფიზიკური ზემოქმედების კვალი.

ჩატარდა ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ ავტომობილში ნაპოვნი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილია.

ერთ-ერთ ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
დნმ-ის ექსპერტიზამ დაადასტურა - აღმოჩენილი ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა" და „თვითმკვლელობამდე მიყვანა".

ადრე შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა. გარდა ამისა, მის ცხედართან ნაპოვნია ბარათი ჩანაწერით, რომ საბანკო ანგარიშზე თანხაა. ამ ანგარიშზე 75 ათასი ლარი აღმოჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0