მამაკაცი ცოლს მოკვლით დაემუქრა: გორში ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახური ძალადობა დღემდე ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოში. საგამოძიებო ორგანოებმა ნახევარ წელიწადში ამ მხრივ 2,6 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში 36 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტოს პრესსამსახური.

დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს - 1983 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
ელექტრონული სამაჯური შემაკავებელ ორდერთან ერთად – სიახლე ოჯახში მოძალადის მიმართ

მომხდარ ფაქტზე გამოძიება "ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის" მუხლით დაიწყო.

ოჯახური ძალადობა დღემდე ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოში. საგამოძიებო ორგანოებმა ნახევარ წელიწადში ამ მხრივ 2,6 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ამასთან, ამავე პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, დაიჭრა – 12.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ხდებიან 25 წელს ზემოთ ასაკის ქალები. ნახევარი წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობისგან სულ დაზარალდა 4 ათასი ქალი და 831 მამაკაცი.

ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად 2014 წელს გამოიყო. ამა თუ იმ საქმის განხილვისას ის დამამძიმებელი გარემოებაა. კანონმდებლობის გამკაცრება ხელისუფლებამ ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 14 ადამიანი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0