გაზქურა

თბილისში ბუნებრივი აირის გარეშე ოთხი ათასი აბონენტი დარჩა

831
(განახლებულია 15:25 29.08.2020)
გაზის ავარიულად გათიშვის მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა - ფონიჭალაში გაზსადენს ავტომობილი შეეჯახა

თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის შედეგად ფონიჭალაში ოთხი ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ს განცხადებაში.

კომპანიის მონაცემებით, გაზის გათიშვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ფონიჭალაში გაზსადენს ავტომობილი შეეჯახა.

გაზმომარაგების გარეშე საცხოვრებელი სახლების მობინადრეები და მსხვილი საწარმოები დარჩნენ.

ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად 15:00 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება.

831
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)
რაგბის ბურთი

სროლა რაგბის კავშირში: მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა

9
(განახლებულია 17:01 19.09.2020)
დაცვის მხარე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. ბრალდებული წარდგენილი ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.

16 სექტემბერს თბილისში, რაგბის კავშირის შენობაში მერაბ ბესელიამ რაგბი-7-ის ნაკრების ყოფილი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი დაჭრა. პოლიციამ 51 წლის ბესელია იმავე დღეს მცხეთაში დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 32 წლის ხარაზიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა.

რაგბის კავშირში ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. პრობლემები დაიწყო აგვისტოს დასაწყისში, როდესაც 31 კლუბის წარმომადგენლებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი კავშირის ხელმძღვანელობას სთხოვდა ბოლო ოთხი წლის ფინანსური ანგარიში ჩაებარებინა.

პროკურორის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.

დაცვის მხარე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. ბრალდებული წარდგენილი ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

პროცესზე თავად ბრალდებულიც ჩაერთო დისტანციურად. როგორც მერაბ ბესელიამ განაცხადა, მან ემოციურ ფონზე იატაკს ესროლა და ფეხში სროლის განზრახვა არ ჰქონია.

„არ მისვრია მისთვის დასაჭრელად, ვისროლე იატაკზე. იმას, რომ მე საშიში ვიქნები თავისუფლებაზე, არ ვეთანხმები. ჩავბარდი თვითონ. ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი“, – განაცხადა ბრალდებულმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 ნოემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

9
თემები:
კრიმინალი საქართველოში
კაცი პისტოლეტით ხელში

ხაშურში კომპანიის მენეჯერმა ყოფილი თანამშრომელი მოკლა

52
(განახლებულია 16:03 19.09.2020)
ინციდენტის დროს მაღაზიის მენეჯერმა ჯერ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, შემდეგ კი თავდამსხმელს ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტში დანით შეიარაღებული მამაკაცი სამშენებლო კომპანიის ოფისში შეიჭრა - ის ამავე კომპანიის მენეჯერმა მოკლა, იუწყება „პირველი არხი“.

ტელეარხის ინფორმაციით, მენეჯერმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, შემდეგ კი თავდამსხმელს ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მოკლული ამავე კომპანიის ყოფილი თანამშრომელია.

შემთხვევა პარასკევს მოხდა.

გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

52
თემები:
კრიმინალი საქართველოში