წალენჯიხაში ექვსი წლის ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასრულწლოვანი სხვადასხვა დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა ზუგდიდი–წალენჯიხის ავტომაგისტრალზე, სოფელ ლიას მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ახლობელთან ერთად ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მიკროავტობუსი დაეჯახა.

ექვსი წლის ბავშვი სხვადასხვა დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0