ორ კილოგრამამდე ჰეროინი – ქვემო ქართლში ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 56 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
ინტერნეტით 2 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაიყიდა: დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფი

სამართალდამცველებმა მამაკაცი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მარნეული–თბილისის საავტომობილო გზაზე მიკროავტობუსით გადაადგილების დროს გააჩერეს. მიკროავტობუსის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ჰეროინის შემცველი ორ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0