სასწრაფო სამედიცინო დახმარება

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს

1229
(განახლებულია 13:25 27.08.2020)
გულ-მკერდის არეში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. თბილისში წუხელ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.

ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმების განცხადებით, მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილის ვინაობა და საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

1229
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)
დაკავება

ბიზნეს–დავა და ოთხი დაკავებული: შსს საქმის დეტალებს ასაჯაროებს

54
(განახლებულია 13:15 21.09.2020)
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს CZ-ს მარკის ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, ორი აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის სამი ხელკეტი და 68 ათას 900 დოლარი

 

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik. სამართალდამცველებმა  თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს–საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცველებმა ერთ–ერთი ბრალდებულის  კუთვნილი  LEXUS GX-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს CZ-ს მარკის ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, ერთი  დანა, ბეისბოლის სამი ხელკეტი და 68 ათას 900 დოლარი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით და 181-ე და 150-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას, გამოძალვასა და იძულებას გულისხმობს და ითვალისწინებს შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

54
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ციხის პერიმეტრი

მკვლელობა ხაშურში: თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული მენეჯერი პატიმრობაშია

79
ყოფილი თანამშრომელი სახელფასო დავალიანების გადახდას მოითხოვდა. ოფისში აგრესიული შეჭრა მკვლელობით დასრულდა

თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი კოლეგის მკვლელობაში ბრალდებულ მენეჯერს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ხაშურში პარასკევს საღამოს მოხდა. სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიაში სახელფასო დავალიანების გადახდის მოთხოვნით მივიდა ყოფილი თანამშრომელი და ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს დანით დაემუქრა. მუქარებზე საპასუხოდ მენეჯერმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 40 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

დღევანდელი პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

79
თემები:
კრიმინალი საქართველოში
Президенты России и США Владимир Путин и Дональд Трамп

პრეზიდენტები, ნიანგის ხმა, წარბების ფორმა და ახალი დიაგნოზი: რისთვის გაიცა „შნობელი“ წელს

0
(განახლებულია 13:46 21.09.2020)
„შნობელის პრემიის“ კომიტეტმა წელს სამი ათასი ზიმბაბვეური დოლარით, მეცნიერების გარდა, დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი, ალექსანდრ ლუკაშენკო და სხვა რამდენიმე ქვეყნის ლიდერებიც დააჯილდოვა

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ჰარვარდის უნივერსიტეტმა ტრადიციულად გასცა ყოველწლიური „შნობელის პრემია“ ყველაზე უცნაური სამეცნიერო კვლევებისთვის, თუმცა დაჯილდოვებულთა შორის  ასევე აღმოჩნდნენ სახელმწიფოთა მეთაურებიც: დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი, ალექსანდრ ლუკაშენკო და სხვები. 

აღსანიშნავია, რომ პრემიის გადაცემის ცერემონია ონლაინ-ფორმატში გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი ათასი ზიმბაბვეური დოლარის (სწორედ ამდენია შნობელის პრემია, რაც ოდნავ აღემატება 8 ამერიკულ დოლარს) პრიზიორთა შორის არიან თურქეთის, თურქმენეთის, ბრაზილიის, მექსიკისა და დიდ ბრიტანეთის ლიდერებიც.

რაც შეეხება „შნობელით“ აღნიშნულ სამეცნიერო ნაშრომებს, მათ შორისაა ავსტრიელი, იაპონელი და ამერიკელი მეცნიერების კვლევა, რომლებმაც დაადგინეს, როგორ იცვლება ნიანგის ხმა ჰელიუმის ჩასუნთქვის შემდეგ.

„შნობელის“ ლაურეატი გახდა ამერიკელი მკვლევარი რიკ ვეტერიც, რომელმაც გაარკვია, რომ ენტემოლოგთა (მწერების შემსწავლელი მეცნიერება) დიდ ნაწილს ობობებისა ეშინია.

პრემია ასევე მიიღეს ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა მასალათა გამძლეობის დარგში, რომლებმაც გამოიკვლიეს, რა შეიძლება გაიჭრას ადამიანის გაყინული ფეკალიებისგან დამზადებული დანით. აღმოჩნდა, რომ ასეთი მხოლოდ სალაა.

პრემია გაიცა ფსიქოლოგიის დარგშიც და ის კანადელ სწავლულებს ერგოთ. მათ მეცნიერულად ახსნეს, როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ნარცისი წარბების ფორმით.

მედიცინის სფეროში ჯილდო ნიდერლანდელმა მეცნიერებმა მიიღეს ახალი დიაგნოზის — მიზოფონიის გამოგონებისთვის. თურმე სწორედ ეს დაავადება აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც კევის ღეჭვის, ხვნეშისა და სუნთქვის ხმებიც კი აღიზიანებთ.

ყველაზე რომანტიკული პრემია ეკონომიკის დარგში გაიცა და ის მეცნიერთა იმ ჯგუფს ერგო, რომელიც შეეცადა, სხვადასხვა ქვეყნებში შემოსავლებსა და ტუჩებში კოცნის რაოდენობას შორის არსებულ შეუსაბამობათა კავშირი ეპოვა.   

მშვიდობის „შნობელის“ პრემია პაკისტანელ და ინდოელ დიპლომატებს გადაეცათ აურაცხელი საინფორმაციო პუბლიკაციებით ერთმანეთისთვის გულის გაწყალების უნარისთვის.

ცნობილი ადამიანები: ნობელის პირველი ლაურეატი ქალი საქართველოში ცხოვრობდა>>

რაც შეეხება პრემირებულ პრეზიდენტებსა და პრემიуრებს, ირკვევა, რომ მათ „შნობელი“ სამედიცინო განათლების სფეროში დაიმსახურეს, мინაიდან COVID-19–ის პანდემიის დროს მათ მსოფლიოს დაანახეს, რომ პოლიტიკოსები უფრო ძლიერ გავლენას ახდენენ სიცოცხლესა და სიკვდილზე, ვიდრე მკვლევარები და ექიმები.

სხვათა შორის, ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ეს რიგით მეორე „შნობელია“. პირველი მან 2013 წელს მიიღო აპლოდისმენტების აკრძალვისთვის. მაშინ ბელარუსმა მილიციელებმა (რომლებმაც ჯილდო პრეიზენტთან გაინაწილეს)ცალხელა მამაკაცი დააკავეს საჯარო აპლოდისმენტებისთვის.

0
თემები:
მსოფლიო დღეს