შატილის გზაზე ხევში გადავარდნილ მიკროავტობუსს სერიოზული პრობლემები ჰქონდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსამგზავრო მიკროავტობუსი
სამგზავრო მიკროავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოვლენებზე, რომლებიც შატილში მომხდარ ტრაგედიას უსწრებდა წინ, მიკროავტობუსის დაღუპული მძღოლის კოლეგამ ისაუბრა

თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. მიკროავტობუსს, რომელიც შატილის გზაზე 80 მეტრის სიმაღლიდან გადაიჩეხა, შესაძლოა მუხრუჭებთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები, აღნიშნა დაღუპული მძღოლის კოლეგამ.

საგურამოს პოლიციის განყოფილებაში ავარიასთან დაკავშირებით დაკითხვები მიმდინარეობს. კერძოდ, მოვლენებზე, რომლებიც ტრაგედიას უსწრებდა წინ, რამაზ სებისკვერაძემ ისაუბრა, ადამიანმა, რომელმაც დუშეთის მუნიციპალიტეტში გზაზე გადაჩეხილი მიკროავტობუსის მძღოლს გზები ასწავლა.

Mercedes-ის მარკის მიკროავტობუსები ავტოსადგომზე - Sputnik საქართველო
შატილში გადაჩეხილი მიკროავტობუსის მძღოლს 30 წლიანი მუშაობის სტაჟი ჰქონდა

მისი სიტყვებით, დაღუპული მძღოლი შატილის გზებს არ იცნობდა. გარდა ამისა, მიკროავტობუსს პრობლემები ჰქონდა მუხრუჭებთან.

სებისკვერაძე ამბობს, რომ იგი ტურისტების ჯგუფთან ერთად იმ დღეს ტურში იმყოფებოდა. გადავარდნილი მიკროავტობუსის მძღოლი მაშინ გამოტყდა, რომ არ იცნობდა გზებს, ამიტომ კოლეგამ შესთავაზა, მას გაჰყოლოდა.

„ამბობენ, რატომ გაუშვეს, წვიმა იყოო, ტალახიანი გზა არ ყოფილა, მტვერი ადიოდა. ჩემ წინ წამოვიდა, გაჩერდა და ისევ წამოვიდა. რომ ჩამოვედი, გაჩერებული იყო და ვკითხე, რა ხდება-მეთქი. არაფერი, „შიტოკს“ რაღაცა უჩხიკინებსო. შევეკითხე, მუხრუჭებმა ხომ არ გაგიცხელა-მეთქი, არაო. თუ გაგიცხელა, არ დამიმალო-მეთქი და არა არა, რა მუხრუჭი, წადიო. იძახიან, გამოცდილი მძღოლიაო, მე არ შევხვედრივარ“, – განაცხადა რამაზ სებისკვერაძემ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 აგვისტოს 80-მეტრიანი სიმაღლიდან მიკროავტობუსი გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, სამი კი მძიმე მდგომარეობაში თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. მკურნალი ექიმის თქმით, შეინიშნება დადებითი დინამიკა.

შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო - სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0