საქართველოში ღამით მიწისძვრა მოხდა

© photo: Sputnik / G. Koposov / გადასვლა მედიაბანკშისეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიწისქვეშა ბიძგები კახეთში, ყვარლიდან აღმოსავლეთით თორმეტ კილომეტრში, 29 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. კახეთში ღამით 3,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისქვეშა ბიძგი 00:07 საათზე ქალაქ ყვარლიდან აღმოსავლეთით 12 კილომეტრში დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი 29 კილომეტრ სიღრმეში მდებარეობდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0