საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა

„პირველი არხის“ შენობაში ბომბი არ აღმოჩნდა

144
(განახლებულია 22:22 24.08.2020)
ტელევიზიის შენობაში სამართალდამცველები ოთხ საათზე მეტხანს მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ გამნაღმველები.

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საზოგადოებრივ მაუწყებლის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შესული შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა და საქართველოს პირველი არხი  ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ბომბის შესახებ ზარი დაახლოებით 17:00 საათზე შევიდა. რის გამოც პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე შენობა მთლიანად შემოწმებულია და სამართალდამცავების ინფორმაციით, მუშაობის გაგრძელება უსაფრთხოა.

ამასთან, როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, ჟურნალისტები უკვე შეუდგნენ მუშაობას.

„ჩვენი ჟურნალისტები შეუდგნენ მუშაობას და 9-საათიანი „მოამბე“ გავა ეთერში, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები მიმართავენ ზომებს, იდენტიფიცირებული იქნება ზარის ავტორი“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

შენობაში სამართალდამცველები ოთხ საათზე მეტხანს მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ გამნაღმველები.

ტელეკომპანიის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, საქართველოს პირველი არხის ტელე და რადიოეთერი შეფერხების გარეშე მუშაობდა.

საქართველოს პირველ არხში ბომბის არსებობაზე შესულ ზარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს. 

144
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1791)
სასწრაფო დახმარება რუსთავში

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობაზე მუშა დაშავდა

71
(განახლებულია 19:23 24.09.2020)
წინასწარი ინფორმაციით, მუშა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას ამობრუნებულმა ამწემ ქვეშ მოიყოლა.

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. რუსთავში,  სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ მშენებლობაზე მუშა დაშავდა, იუწყება საქართველოს „პირველი არხი“.

სამშენებლო სამუშაოს შესრულებისას ამწე ამობრუნდა და, სავარაუდოდ, მუშა ქვეშ მოიყოლა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, წელიწად-ნახევარში (2018 წელი და 2019 წლის იანვარი-ივნისი) სამუშაო ობიექტებზე დაიღუპა 84 და დაშავდა 270 მუშა.

71
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1791)
სასწრაფო დახმარება

გურიაში ყურძნით დატვირთული მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

92
(განახლებულია 21:21 24.09.2020)
ჩოხატაურის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ორი ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ლანჩხუთის რაიონში მიკროავტობუსი დაახლოებით 8-მეტრიან ხევში გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც ჩოხატაურის უღელტეხილზე მოხდა, ორი ადამიანი დაშავდა. მიკროავტობუსი ყურძნით იყო დატვირთული.

ექვსი თვის საშიში სტატისტიკა: რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოში ავარიების შედეგად>>

რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

92
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1791)
მოალერსე წყვილი

ზოდიაქოს სამი იღბლიანი ნიშანი ვის გაუმართლებს სასიყვარულო ასპარეზზე ოქტომბერში

0
(განახლებულია 11:53 24.09.2020)
ზოდიაქოს ზოგიერთი თანავარსკვლავედის წარმომადგენლებისთვის შემოდგომის შუა პერიოდი ძალზე ხელსაყრელი იქნება სიყვარულის თვალსაზრისით

ამ სამი ნიშნის წარმომადგენლებს ელოდება საბედისწერო შეხვედრა, რომელიც მათ დიდ სიყვარულსა და ბედნიერებას მოუტანს. ისინი სიყვარულის „მორევში“ ჩაიძირებიან.

როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>

კურო

კუროები ოქტომბერში შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს გულს დაიპყრობს. დიდი ხანია, ასეთ სიყვარულს ეძებთ და ამ თვეში მიაღწევთ საწადელს – თქვენს გულში რომანტიკული გრძნობებისა და ემოციების ქარცეცხლი დატრიალდება. კუროების ცხოვრებაში ასეთი შეხვედრები ხშირად არ ხდება – მეორე ნახევარს თვითონ სამყარო გამოგიგზავნით, თქვენ კი ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

სასწორი

ოქტომბერში სასწორის ნიშნის წარმომადგენლებმა საკუთარ ინტუიციას გულდასმით უნდა მოუსმინოთ. სწორედ ის მიგანიშნებთ, როგორ უნდა იმოქმედოთ და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. შემდეგ კი თქვენი გადასაწყვეტი იქნება – მოიპოვოთ ბედნიერება, თუ მარტო დარჩეთ. სასწორებისთვის ეს შეხვედრა საბედისწერო იქნება, ამიტომ დიდხანს ფიქრი არ ღირს.

როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა>>

მერწყული

მერწყულები ხშირად იძირებით საკუთარ ფიქრებში. ამ დროს კი ნამდვილად ღირს, აქეთ–იქით გაიხედოთ. ამ შემთხვევაში დაინახავთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი სულაც არაა შორს, არამედ გვერდით დგას. ეს ადამიანი შეიძლება თქვენი ახლო გარემოცვიდან იყოს. შესაძლოა, ის არ გამოირჩევა სხვა ადამიანებისგან, მაგრამ სწორედ მას უწერია, თქვენი ბედი გახდეს. თუ ასტროლოგების რჩევებს გაითვალისწინებთ, ოქტომბერში საოცარი ბედნიერება გელოდებათ.

0