საქართველოში 83 წლის მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლობლების განცხადებით, მამაკაცმა სახლი, სავარაუდოდ, აივნის საშუალებით დატოვა. ნიკოლაი ბეზრუჩკო უკრაინიდან საქართველოში ორი წლის წინ დაბრუნდა.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 83 წლის მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლაი ბეზრუჩკო თბილისის სამგორის რაიონში მდებარე სახლიდან გუშინ, დილით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

დაკარგული მამაკაცის ოჯახის წევრების განცხადებით, მან სახლი ნივთების გარეშე, სავარაუდოდ, აივნის საშუალებით დატოვა. დაკარგული წარმოშობით უკრაინელია, ის საქართველოში ორი წლის წინ დაბრუნდა.

ახლობლების განცხადებით, მეზობლებს არაფერი დაუნახავთ და არავინ იცის სად წავიდა 83 წლის მამაკაცი.

ყველა ახალი ამბავი
0