სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია

შსს: შატილში დაღუპულთა შორის არასრულწლოვნები არ არიან

224
(განახლებულია 14:00 24.08.2020)
შატილში ავტოკატასტროფის დროს დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ორი ქალი რეანიმაციაშია, განაცხადა ექიმმა.

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, შატილის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არასრულწლოვნები არ არიან, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ.

კვირა საღამოს მიკროავტობუსი, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, 20 ადამიანი იმყოფებოდა, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, სამი ძლიერ დაშავდა.

„დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდნილი იყო შატილიდან ბარისახოსკენ მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, სადაც იმყოფებოდა 20 მოქალაქე, მძღოლთან ერთად. სამი მოქალაქე მაშველების მიერ ამოყვანილი იქნა მძიმე დაზიანებებით და გადაყვანილ იქნენ შესაბამის დაწესებულებებში. სამწუხაროდ, 17 მოქალაქე გვყავს გარდაცვლილი. გარდაცვლილებიც ამოსვენებულები და გადასვენებულები არიან შესაბამის დაწესებულებაში“, – განაცხადა იოსებ ჭელიძემ „პირველი არხის“ ეთერში.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყოფილმა გუბერნატორმა, მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ პასუხის დროს კითხვაზე, ხომ არ არის ინციდენტში დამნაშავე კიდევ ერთი ავტომობილი, აღნიშნა, რომ გზაზე ერთი ცარიელი გაფუჭებული ავტომანქანა იდგა და იქ ადამიანები არ იმყოფებოდნენ. ეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავტომობილია.

ავტოკატასტროფაში დაშავებულთა მდგომარეობა ძალიან მძიმეა, განუცხადა ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა გიორგი მძინარიშვილმა.

მისი თქმით, ორი პაციენტი რეანიმაციაშია მოთავსებული, ხოლო ერთს იკვლევენ.

„სამი ქალბატონია შემოყვანილი კატასტროფის ბრიგადის მიერ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. არის სხეულის მრავლობითი ტრავმული დაზიანებები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და არასტაბილური ჰეროდინამიკა. ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ​გადაყვანილი არიან რეანიმაციაში, ერთთან მიმდინარეობს კვლევა“, – განაცხადა გიორგი მძინარიშვილმა.

224
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

ბაჩალიაშვილის დაღუპვის ადგილის თანამგზავრულ ფოტოებს დამოუკიდებელი ექსპერტები შეამოწმებენ

65
საქართველოს პროკურატურამ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების ექსპერტიზა უკვე ჩაატარა და ისინი გაყალბებულად ცნო

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფურცხვანიძე აპირებს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას იმ ადგილის თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების ნამდვილობის დასადგენად, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოაჩინეს.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სექტემბრის დასაწყისში წარმოადგინა თანამგზავრიდან გადაღებული სოფელ მაწევანთან მიმდებარედ იმ ადგილის რამდენიმე ფოტო, სადაც დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს.

როგორც რამიშვილი ამტკიცებს, ფოტოები გადაღებულია 19-22 ივლისს და მათზე ჩანს, რომ მანქანა იმ ადგილას არ დგას. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფოტოები ადვოკატს დავით ფურცხვანიძემ გადასცა.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიებისთვის მიწოდებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფურცხვანიძემ აღნიშნა, რომ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია პირზე, რომელმაც მას აღნიშნულ ფოტოები გადასცა. მისთვის გაურკვეველია, რატომ არ ახმაურებს გამოძიება ინფორმაციას წყაროს შესახებ.

ფურცხვანიძემ პროკურატურის ექსპერტიზის დასკვნებს უნდობლობა გამოუცხადა და მას „არაკვალიფიციური“ უწოდა.

„რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება პასუხის პასუხი, სადაც დადასტურებული იქნება, რომ ეს არ არის ექპერტიზის კვალიფიციური პასუხი და ასევე, ჩვენ ძალიან მალე დამატებით სხვა თანამგზავრებიდან გვექნება იმ ადგილის კადრების დუბლირება“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძიების შემდეგ საკუთარ მანქანაში თეთრიწყაროს რაიონში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების მთავარი ვერსია თვითმკვლელობაა, თუმცა ოჯახს ამის არ სჯერა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს მკვლელობაა და უკავშირდება გოგონას სამუშაოს. მათი მტკიცებით, პროგრამისტს ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

გარდაცვლილი გოგონას დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი ქალიშვილის გარდაცვალება უკავშირდება მთიანი ყარაბაღის ომის დროს იარაღის მიწოდების სქემის გაშიფვრას.

როგორც გაირკვა, აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ უარი განაცხადა 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებაში მონაწილეობაზე, როგორც ამას დაღუპულის ოჯახი ითხოვდა, და აღნიშნა, რომ საქმე მათ კომპეტენციას სცდება.

გამოძიება ბაჩალიაშვილის საქმეზე ორი მუხლით მიმდინარეობს: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

65
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები
რეანიმაციის განყოფილება

ქუთაისში 20 წლის ბიჭი დაჭრეს: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

62
ახალგაზრდა რესტორან „პალადიუმის“ მიმდებარედ წუხელ დაჭრეს, მას სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში დაჭრილი ოცი წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იუწყება საქართველოს „პირველი არხი“.

ახალგაზრდა გუშინ რესტორან „პალადიუმის“ მიმდებარედ  დაჭრეს, მას სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

მამაკაცი ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

„გუშინ, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს ტრავმული შოკით, შინაგანი სისხლდენით. მრავლობითი ჭრილობით გულ-მკერდის არეში. ჩაუტარდა ორი ოპერაცია, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა ირაკლი გოგინავამ.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

62
თემები:
კრიმინალი საქართველოში
წინასაარჩევნო შეხვედრა პანდემიის დროს

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

0
საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საარჩევნო პროცესის გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს - ერთმანდატიან ოლქებში.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაეყრდნობა და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.

ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.

„თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

არჩევნები და კორონავირუსი: საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ჩარტერული რეისები დაინიშნება >>

ადრე ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ გლობალური პანდემია კვლავ უკონტროლოა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. სწორედ არსებული საერთაშორისო ვითარებისა და რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციამ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს თავისი დამკვირვებლები საქართველოში.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020