ავტოკატასტროფა შატილის გზაზე - დაღუპულია 12 ადამიანი

© Sputnik / STRINGERსაპატრულო და სასწრაფო შემთხვევის ადგილზე
საპატრულო და სასწრაფო შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველადი ინფორმაციით, სამი მგზავრი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. მიმდინარეობს ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავარიის შედეგად სამი პირი მძიმედ დაშავდა.

„სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა ყველა დანაყოფის მობილიზება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ექვსი თვის საშიში სტატისტიკა: რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოში ავარიების შედეგად

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე ასევე იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტერიტორიაზე უკვე ამოიყვანეს, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. ამასთანავე, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0