სეტყვა

აღმოსავლეთ საქართველოს ორ რეგიონში სეტყვამ მოსავალი გაანადგურა

209
(განახლებულია 12:35 22.08.2020)
ყველაზე სავალალო მდგომარეობა კახეთშია, სადაც რთველი იწყებოდა. სეტყვამ მოსავალი საგარეჯოს ოთხ სოფელში დააზიანა

თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ძლიერი სეტყვის შედეგად სერიოზულად დაზარალდა საქართველოს ორი რეგიონი - ქვემო ქართლი და კახეთი, იუწყება პირველი არხი.

ტელეარხის ინფორმაციით, დმანისის მუნიციპალიტეტში დაზარალდა 12 სოფელი, სადაც სეტყვამ ხეხილის ბაღები და ბოსტნეულის ნათესები დააზიანა.

უარესი მდგომარეობა კახეთში, სადაც უკვე რთელი იწყებოდა. სეტყვამ მოსავალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში გაანადგურა.

წვიმა, სეტყვა, წყალმოვარდნები: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში >>

იქვე დაზიანდა ელექტროსადენები და მუნიციპალიტეტის ნაწილი დროებით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ზარალის დათვლა დაწყებულია და შესწავლის შემდეგ სპეციალისტები ზუსტ თანხას დაასახელებენ.

209
თემები:
უამინდობა საქართველოში (291)
დაკავება

ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

33
(განახლებულია 12:25 28.09.2020)
ბრალიდ დამტკიცების შემთხვევაში ორივე დაკავებულს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ურთიერთშელაპარაკების მიზეზი

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე  ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, 27 სექტემბერს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნაძალადევის რაიონში ცოტნე დადიანის ქუჩაზე ირანელი მამაკაცი  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა  და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ინციდენტის დროს  ბრალდებულთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც ირანის მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით პატიმრობას.

33
სასწრაფო დახმარება

კასპში ხარმა თავისი პატრონი მოკლა

250
(განახლებულია 20:32 27.09.2020)
ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი ხარი საძოვარზე წაიყვანა, რამდენიმე ხნის შემდეგ მისი ცხედარი მწყემსმა იპოვა

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში უბედური შემთხვევა მოხდა - ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარმა ხარმა მოკლა.

ტელეარხ Formula-ს მონაცემებით, ახალგაზრდას ხარი საძოვარზე ჰყავდა გაყვანილი. გარკვეული დროის შემდეგ მისი ცხედარი მწყემსმა იპოვა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

250
თემები:
შემთხვევები საქართველოში
თბილისი

მზე, ქარი, წვიმა როდემდე შენარჩუნდება ცვალებადი ამინდი საქართველოში

0
(განახლებულია 16:05 28.09.2020)
უახლოეს დღეებში საქართველოს დედაქალაქში ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი – მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ნისლი

თბილისი, 28 სექტემბერი  — Sputnik. დასავლეთ საქართველოში 1 ოქტომბრამდე თბილი და მზიანი ამინდი შენარჩუნდება – ხუთშაბათს წვიმაა ნავარაუდევი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

 „28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება  თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 27–32 გრადუსი იქნება. 1 ოქტომბერს  კი გაწვიმდება და ჰაერის ტემპერატურა 23–28 გრადუსამდე დაიკლებს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა  პლუს 19–24 გრადუსი იქნება.

საქართველოს დედაქალაქში მოსალოდნელია  ხანმოკლე  წვიმა და ნისლი.  თბილისში ჰაერის ტემპერატურა პლუს 21–23 გრადუსი იქნება.

0
თემები:
ამინდი საქართველოში