საპატრულო პოლიცია

ინციდენტი პანკისის ხეობაში: მამა-შვილს შორტების გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ

141
(განახლებულია 00:10 21.08.2020)
დაკავებულს და მის მეგობრებს არ მოეწონათ იქვე მიმავალი მამაკაცის და მისი ვაჟის ჩაცმულობა და შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც პანკისის ხეობაში მონაწილეობდა ერთ-ერთი მამაკაცისა და მისი ვაჟის შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, რომლის მიზეზი შორტები გახდა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს მონაცემებით, ინციდენტი სოფელ ყვარელწყალში 8 აგვისტოს მოხდა. დაკავებულსა და მის მეგობრებს არ მოეწონათ მამისა და შვილის ჩაცმულობა და შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.

ამჟამად პოლიცია აგრძელებს საგამოძიებო ღონისძიებებს ინციდენტში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით. დაკავებულს ემუქრება ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

141
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)
დაკავება

ბიზნეს–დავა და ოთხი დაკავებული: შსს საქმის დეტალებს ასაჯაროებს

46
(განახლებულია 13:15 21.09.2020)
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს CZ-ს მარკის ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, ორი აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის სამი ხელკეტი და 68 ათას 900 დოლარი

 

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik. სამართალდამცველებმა  თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს–საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცველებმა ერთ–ერთი ბრალდებულის  კუთვნილი  LEXUS GX-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს CZ-ს მარკის ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, ერთი  დანა, ბეისბოლის სამი ხელკეტი და 68 ათას 900 დოლარი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით და 181-ე და 150-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას, გამოძალვასა და იძულებას გულისხმობს და ითვალისწინებს შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

46
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ციხის პერიმეტრი

მკვლელობა ხაშურში: თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული მენეჯერი პატიმრობაშია

79
ყოფილი თანამშრომელი სახელფასო დავალიანების გადახდას მოითხოვდა. ოფისში აგრესიული შეჭრა მკვლელობით დასრულდა

თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი კოლეგის მკვლელობაში ბრალდებულ მენეჯერს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ხაშურში პარასკევს საღამოს მოხდა. სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიაში სახელფასო დავალიანების გადახდის მოთხოვნით მივიდა ყოფილი თანამშრომელი და ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს დანით დაემუქრა. მუქარებზე საპასუხოდ მენეჯერმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 40 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

დღევანდელი პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

79
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ქათამი

ორჯერ იაფი და ბევრხორციანი: გამოყვანილია ქათმის ახალი ჰიბრიდი

0
(განახლებულია 12:49 21.09.2020)
რუსმა სელექციონერებმა სახორცე ქათმის ახალი სახეობა გამოიყვანეს, რომელიც უცხოურ ანალოგებზე ორჯერ იაფი იქნება

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. რუსმა სელექციონერებმა სახორცე ქათმის ახალი სამრეწველო ჰიბრიდი გამოიყვანეს, რომელიც ნაყოფიერების მხრივ მსოფლიო კონკურენტებს ჯაბნის, იუწყება მედია.

ამასთან, „სმენა 9“ – ასე ეწოდა ახალ ჰიბრიდს — მინიმუმ ორჯერ იაფი იქნება უცხოურ ანალოგებზე.

ჰიბრიდის (კროსის) გენოფონდი 70 სამეურნეო–სასარგებლო ნიშანს შეიცავს. ახალი ბროილერი იყენებს ნაკლებ საკვებს და იძლევა ბევრ ხორცს. ამასთან, იზრდება სწრაფად: დღე–ღამეში დაახლოებით 66 გრამს იმატებს და 5–6 კვირაში 42 გრამიანი წიწილა დაახლოებით 2,3–2,8 კგ ხდება.

სპეციალისტების თქმით, ახალი  ჰიბრიდი მეფრინველეობის ფაბრიკებისთვის მაღალ ეკონომიკურ ეფექტურობას უზრუნველყოფს.

„სმენა 9–ის“ სახელმწიფო რეგსტრაცია 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

 

0
თემები:
რუსეთი დღეს